მთავარი გვერდი
III კლასის მოსწავლეები საგან მე და საზოგადოების გაკვეთილზე
- 29.10.2024 07:12
- III კლასში “ჯადოსნური სიტყვების” გაკვეთილი გვქონდა

ვისაუბრეთ სიტყვის ძალაზე და პირობა დავდეთ, რომ ყოველდღიურ ცხოვრებას ბევრი ჯადოსნური სიტყვით გავალამაზებთ
განვიხილეთ სიტუაციური ამოცანები;
წავიკითხეთ და გავაანალიზეთ იგავი “ენით დაკოდილი”
მოსწავლეებმა დაწერეს და გაგვიზიარეს თხზულება “სიტყვის ძალა”;
- მეტი
27 ოქტომბერი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა!
- 28.10.2024 12:53
II, III, IV, V კლასები
27 ოქტომბერი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა!
იაკობის კვირეულთან დაკავშირებით, II კლასის მოსწავლეები, ჩაერთნენ ,,ანბანის პროგრამაში” და შექმნეს დედაენის თავიანთი გარეკანი.
III კლასის მოსწავლეებმა დიდ მწერალს საფოსტო ბარათი გაუგზავნეს, რომელშიც გამოხატეს მისდამი სიყვარული და მადლიერება.
IV კლასის მოსწავლეები გაეცნენ გოგებაშვილის მოთხრობებს და ისაუბრეს მწერლის წერის სტილზე.
Vკლასის მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
- მეტი
VI კლასის მოსწავლეები საგან ჩვენი საქართველოს გაკვეთილზე
- 28.10.2024 12:38
VI კლასის მოსწავლეებმა საგან ჩვენი საქართველოს გაკვეთილზე წარმოადგინეს პრეზენტაცია
თემაზე: კახეთის ბუნება და ისტორიული ძეგლები.
მოსწავლეებმა დაახასიათეს კახეთის სხვადასხვა ისტორიული ნაწილი,
აღწერეს მხარის ბუნების ღირსშესანიშნაობები,
იმსჯელეს სხვადასხვა ისტორიული ძეგლის მნიშვნელობაზე ამ მხარეში.
- მეტი
გასვლითი ღონისძიება ხელოვნების სასახლეში
- 24.10.2024 14:05
II კლასი - გასვლითი ღონისძიება
მეორე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ხელოვნების სასახლეს და ჩაერთნენ საგანმანათლებლო პროგრამაში, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან შედგებოდა.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასახლე, გაეცნენ ქართული ანბანის თავგადასავალს, შექმნეს დედაენის გარეკანი.
- მეტი
IV კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში
- 24.10.2024 08:17
IV კლასი
მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე გაეცნენ ზღაპარს ,,ირმისა” და ჯგუფური მუშაობის შედეგად, შექმნეს ტექსტის აფიშა.
მაშ ასე, 28-30 ოქტომბერს მეოთხეკლასელები გიწვევთ ,,ირმისას” სპექტაკლზე, რომლის მსახიობებიც არიან:
ქეთო ჭილაია, ალექსანდრე ნიქაბაძე, დათა ძაგნიძე, საბა კაციტაძე, ნიტა ფირცხალაიშვილი, ელენე ხუბულია, ელენე ლუტიძე, მარიამ გუჯაბიძე, გაბრიელ ქვირია, ანასტასია ხოფერია და დაჩი ბოხაშვილი.
- მეტი
ზარის დროები
პარასკევი 17/07/2026კალენდარი
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად