მთავარი გვერდი
პროექტი - "მედიაწიგნიერება ჩემს სკოლაში"
- 04.10.2024 09:32
სკოლა “ერუდიტი” EENCE - Eastern European Network for Citizenship Education -ის გამარჯვებული პროექტის "მედიაწიგნიერება ჩემს სკოლაში" შერჩეული სკოლების სიაშია;
1 ოქტომბრიდან “მედიაწიგნიერების კვირეულის” ფარგლებში განხორციელდება სასკოლო პროექტი “იყავი თავდაჯერებული და დაცული შენს სოციალურ სივრცეში/ Be confident and safe in your social space.” (პროექტს უხელმძღვანელებს სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მარიამ ლომიძე და Xკლასის მოსწავლე კესო ლეგაშვილიMariam Lomidze Kesø Legashvili);
წარმატებები სკოლა „ერუდიტს“ და პროექტის მონაწილე სკოლებს.
#ციფრულიმოქალაქეობა #მედიაწიგნიერება
#Beconfidentandsafe
- მეტი
V კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 03.10.2024 09:04
V კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, შეისწავლეს მწერალ რევაზ ინანიშვილის მოთხრობა"ეთერი". 


პირველ ეტაპზე მოიძიეს ქართველ მწერალთა ბიოგრაფიები; 
მეორე ეტაპზე შექმნეს მინიპლაკატები სათაურით "ქართველ მწერალთა სურათები ეთერის სკოლისთვის".
თითოეულმა მოსწავლემ პრეზენტაციის სახით წარადგინა საკუთარი ნამუშევარი.
გაკვეთილის მიზანია: მოსწავლემ შეძლოს სტანდარტით განსაზღვრულ სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე.
- მეტი
II კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 30.09.2024 11:58
II კლასი - ,,პინოქიოს თავგადასავალი”
მოსწავლეებმა ქართული ენის გაკვეთილზე ისწავლეს კარლო კოლოდის ზღაპარი ,,პინოქიოს თავგადასავალი” ( IX თავი) და ,,პერსონაჟის რუკის” დახმარებით, დაახასიათეს მთავარი პერსონაჟი - პინოქიო; მოიყვანეს არგუმენტები.
აქტივობა ხელს უწყობს: ტექსტის გაგება-გააზრებას, არგუმენტირებისა და პერსონაჟის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვის უნარის განვითარებას.
- მეტი
I კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 30.09.2024 11:55
I კლასის მოსწავლეებმა წინასაანბანო პერიოდში შეისწავლეს წელიწადის სეზონები და მათი დამახასიათებელი ფერები, ნიშან-თვისებები. 


თეორიულად ნასწავლი გადაიტანეს ფურცლებზე, რაც ხელს უწყობს შეძენილი ინფორმაციის ვიზუალიზაციას და უკეთ დამახსოვრებას.- მეტი
III კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
- 27.09.2024 12:26
ინგლისური ენის გაკვეთილზე III კლასის მოსწავლეებმა საკუთარ თავზე ისაუბრეს, მცირე ანკეტები შეავსეს და კლასს წარუდგინეს.


მოცემული აქტივობა ავარჯიშებს როგორც წერით, ასევე პრეზენტაციის წარდგენის უნარებსაც.


- მეტი
ზარის დროები
სამშაბათი 07/04/2026კალენდარი
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად