მთავარი გვერდი
I კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 03.04.2024 13:35
,,ვთამაშობთ და ვსწავლობთ”
პირველკლასელებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ისწავლეს მოთხრობა ,,დილა ჩვენს ეზოში”.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა შექმნეს გამაფრთხილებელი აბრა - ,,ბუნებას უნდა მოვუაროთ”.
ისაუბრეს, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ ბუნებას.
მოსწავლეებმა იმუშავეს წყვილებსა და ჯგუფებში, რაც თანამშრომლობითი უნარების განვითარებას უწყობს ხელს.
- მეტი
იმიტირებული სასამართლო პროცესი
- 01.04.2024 10:58
IV კლასი
ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეებმა შეისწავლეს ნუგზარ შატაიძის მოთხრობა(ძველი თქმულების მიხედვით) "მართლმსაჯულების ზარი".
მოსწავლეებმა პედაგოგის ხელმძღვანელობით ჩაატარეს იმიტირებული სასამართლო პროცესი.
განიხილეს საქმე: რა უნდა მიესაჯოს მდიდარ კაცს,(შეურჩიეს სახელი და გვარი) რომელმაც ცხენი დაბერების შემდეგ სახლიდან გააგდო?!
გამართეს დისკუსია, იმსჯელეს ,იფიქრეს არა მარტო დამნაშავის დასჯაზე ,ასევე დაჩაგრულის გამოსარჩლებაზე.
გამოთქვეს ვარაუდები და მდიდარ კაცს გამოუტანეს საბოლოო განაჩენი.
გაკვეთილის მიზანია: მოსწავლემ შეძლოს ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა, ახსნა და შეფასება.- მეტი
II კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 01.04.2024 10:49
II კლასი
მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაასრულეს VIII თავის შესწავლა, რომლის მთავარი თემა არის ,,საოცარი ბავშვები”.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მეორეკლასელებმა იმუშავეს ჯგუფურად და შექმნეს საკლასო პოსტერები სათაურით - ,,რა უყვართ ბავშვებს”.
სათქმელის წარმოსაჩენად გაიხსენეს თემაში შესწავლილი ტექსტები; წარმოადგინეს მაგალითები, რომლებიც შეესატყვისება პოსტერის სათაურს; გამოიყენეს სხვადასხვა ზომისა და ფორმის ასოები, სურათებისა და ილუსტრაციების განლაგება, მოკლე წინადადებები.
აქტივობის მიზანი იყო შესწავლილი ტექსტებიდან გამოტანილი იდეების შეჯამება; ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება.
პ.ს. ,,ჩვენ ყველანი ერთ ენაზე ვიცინით!”
- მეტი
VII კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე
- 29.03.2024 11:04
ხახუნის ძალას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბუნებასა და ტექნიკაში.
ხახუნი შეიძლება სასარგებლოც იყოს და საზიანოც, როდესაც ის სასარგებლოა ცდილობენ მის გაძლიერებას, ხოლო როცა საზიანოა-შესუსტებას.
VII კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის გაკვეთილზე ლაბორატორიულად გამოიკვლიეს როგორაა დამოკიდებული სრიალის ხახუნის ძალა სიმძიმის ძალაზე, ზედაპირის დამუშავების ხარისხზე და ფართობზე.
მათ უკვე შეუძლიათ ფიზიკის გაკვეთილზე მიღებული ცოდნა დაუკავშირონ სხვადასხვა საქმიანობის სფეროს და ყოველდღიურობას.
- მეტი
VIII კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე
- 29.03.2024 10:50
სკოლა „ერუდიტის“ ერთ-ერთი მიზანია დავეხმაროთ ჩვენს მოსწავლეებს ჩამოყალიბდნენ გლობალურად მოაზროვნე, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებად, რომლებიც შექმნიან უფრო უსაფრთხო და მშვიდობიან სამყაროს.
ეკოლოგიური პრობლემები გლობალური პრობლემებია, ამასთან დაკავშირებით VIII კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის გაკვეთილზე წარმოადგინეს პროექტი: „სათბურის პროექტი“.
მოსწავლეებმა გააანალიზეს: რა მოხდება თუ დათბობა გაგრძელდება, რა პრობლემას უქმნის გლობალური დათბობა კაცობრიობას,
რატომ შეიძლება მისი შედეგები კატასტროფული იყოს,
რა შესაძლო გზები და ხერხები არსებობს მისი თავიდან ასაცილებლად.
დაასაბუთეს კვლევის აუცილებლობა და ნაშრომი წარმოადგინეს კლასის წინაშე.
- მეტი
ზარის დროები
სამშაბათი 07/04/2026კალენდარი
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად