მთავარი გვერდი

      • ჩვენი სკოლა იყენებს EduPage სკოლის საინფორმაციო სისტემას. გაიარეთ ავტორიზაცია თქვენი ანგარიშით, რათა ნახოთ ნიშნები, თქვენი ცხრილი, მიმდინარე ჩანაცვლებები, შეამოწმოთ თქვენი საშინაო დავალება და დღიური გეგმა შემდეგი დღისთვის.
          • I კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
          • I კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე

          • 08.04.2024 10:21
          • I კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს ინგლისური ანბანის ყველა ასო და კითხვის ეტაპზე გადასვლა მრავალფეროვანი აქტივობებით აღვნიშნეთ.🔠🔡🆒️🧩✨️
            📍მათ უკვე შეუძლიათ მცირე ზომის სიტყვების დამარცვლა და კითხვა.
            📍მათი წერა,აღქმა და თარგმნა.
            ✅️მსგავსი ტიპის აქტივობები მოსწავლეებს უმარტივებს კითხვის პროცესს.
            ✅️უვითარებს გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარებს.
             
          • მეტი
          • V კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში
          • V კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში

          • 04.04.2024 10:44
          • ✅მეხუთე კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე შეისწავლეს და შეაჯამეს თავი"სახელოვანი წინაპრები":
            ☑️"ვახტანგ მეფე"-შოთა ნიშნიანიძე
            ☑️"თამარის დროშა გაშალეს"-გრიგოლ ორბელიანი,
            ☑️ "ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი"-ილია ჭავჭავაძე,
            ☑️"მტრის ძლევა",...
            📍მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში, შეადგინეს პოსტერი და შექმნეს "პერსონაჟების რუკა".
            📝გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულებების გამოხატვა და ტექსტის თემის შეფასება.
             
          • მეტი
          • I კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
          • I კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე

          • 03.04.2024 13:35
          • 🎓 ,,ვთამაშობთ და ვსწავლობთ”
            🖇️ პირველკლასელებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ისწავლეს მოთხრობა ,,დილა ჩვენს ეზოში”.
            🖇️ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა შექმნეს გამაფრთხილებელი აბრა - ,,ბუნებას უნდა მოვუაროთ”.
            🖇️ ისაუბრეს, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ ბუნებას.
            🖇️ მოსწავლეებმა იმუშავეს წყვილებსა და ჯგუფებში, რაც თანამშრომლობითი უნარების განვითარებას უწყობს ხელს.
             
          • მეტი
          • იმიტირებული სასამართლო პროცესი
          • იმიტირებული სასამართლო პროცესი

          • 01.04.2024 10:58
          • ✅IV კლასი
            ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეებმა შეისწავლეს ნუგზარ შატაიძის მოთხრობა(ძველი თქმულების მიხედვით) "მართლმსაჯულების ზარი".
            💢მოსწავლეებმა პედაგოგის ხელმძღვანელობით ჩაატარეს იმიტირებული სასამართლო პროცესი.
            ⚖️ 📍განიხილეს საქმე: რა უნდა მიესაჯოს მდიდარ კაცს,(შეურჩიეს სახელი და გვარი) რომელმაც ცხენი დაბერების შემდეგ სახლიდან გააგდო?! 🔹გამართეს დისკუსია, იმსჯელეს ,იფიქრეს არა მარტო დამნაშავის დასჯაზე ,ასევე დაჩაგრულის გამოსარჩლებაზე. ✔️გამოთქვეს ვარაუდები და მდიდარ კაცს გამოუტანეს საბოლოო განაჩენი. 🔸გაკვეთილის მიზანია: მოსწავლემ შეძლოს ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა, ახსნა და შეფასება.
          • მეტი
          • II კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
          • II კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე

          • 01.04.2024 10:49
          • 🎓 II კლასი
            🖇️ მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაასრულეს VIII თავის შესწავლა, რომლის მთავარი თემა არის ,,საოცარი ბავშვები”.
            🖇️ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მეორეკლასელებმა იმუშავეს ჯგუფურად და შექმნეს საკლასო პოსტერები სათაურით - ,,რა უყვართ ბავშვებს”.
            🖇️სათქმელის წარმოსაჩენად გაიხსენეს თემაში შესწავლილი ტექსტები; წარმოადგინეს მაგალითები, რომლებიც შეესატყვისება პოსტერის სათაურს; გამოიყენეს სხვადასხვა ზომისა და ფორმის ასოები, სურათებისა და ილუსტრაციების განლაგება, მოკლე წინადადებები.
            🖇️ აქტივობის მიზანი იყო შესწავლილი ტექსტებიდან გამოტანილი იდეების შეჯამება; ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება.
            პ.ს. ,,ჩვენ ყველანი ერთ ენაზე ვიცინით!”
             
          • მეტი
    • პარტნიორები

      • Naec.ge
      • Nea.ge
      • https://mes.gov.ge/
      • http://www.tpdc.ge/geo/
    • ანგარიშში შესვლა

    • ზარის დროები

      პარასკევი 17/07/2026
    • კალენდარი

      • ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
    • ფოტო გალერეა

      • ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად