მთავარი გვერდი
VII კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე
- 29.03.2024 11:04
ხახუნის ძალას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბუნებასა და ტექნიკაში.
ხახუნი შეიძლება სასარგებლოც იყოს და საზიანოც, როდესაც ის სასარგებლოა ცდილობენ მის გაძლიერებას, ხოლო როცა საზიანოა-შესუსტებას.
VII კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის გაკვეთილზე ლაბორატორიულად გამოიკვლიეს როგორაა დამოკიდებული სრიალის ხახუნის ძალა სიმძიმის ძალაზე, ზედაპირის დამუშავების ხარისხზე და ფართობზე.
მათ უკვე შეუძლიათ ფიზიკის გაკვეთილზე მიღებული ცოდნა დაუკავშირონ სხვადასხვა საქმიანობის სფეროს და ყოველდღიურობას.
- მეტი
VIII კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე
- 29.03.2024 10:50
სკოლა „ერუდიტის“ ერთ-ერთი მიზანია დავეხმაროთ ჩვენს მოსწავლეებს ჩამოყალიბდნენ გლობალურად მოაზროვნე, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებად, რომლებიც შექმნიან უფრო უსაფრთხო და მშვიდობიან სამყაროს.
ეკოლოგიური პრობლემები გლობალური პრობლემებია, ამასთან დაკავშირებით VIII კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის გაკვეთილზე წარმოადგინეს პროექტი: „სათბურის პროექტი“.
მოსწავლეებმა გააანალიზეს: რა მოხდება თუ დათბობა გაგრძელდება, რა პრობლემას უქმნის გლობალური დათბობა კაცობრიობას,
რატომ შეიძლება მისი შედეგები კატასტროფული იყოს,
რა შესაძლო გზები და ხერხები არსებობს მისი თავიდან ასაცილებლად.
დაასაბუთეს კვლევის აუცილებლობა და ნაშრომი წარმოადგინეს კლასის წინაშე.
- მეტი
სტუმრად მოზარდმაყურებელთა თეატრში
- 29.03.2024 09:41
I კლასი
პირველკლასელები სტუმრობდნენ მოზარდმაყურებელთა თეატრს.
მოსწავლეებმა ნახეს სპექტაკლი ,,ურჩხული და ლამაზმანი”.
- მეტი
სტუმრად ხელოვნების სასახლეში - საგანმანათლებლო პროგრამა - "ეროვნული სამოსის ისტორია“
- 28.03.2024 11:52
სკოლა “ერუდიტის” V-VI კლასის მოსწავლეები ხელოვნების სასახლეს ესტუმრნენ და გაეცნენ საგანმანათლებლო პროგრამას - "ეროვნული სამოსის ისტორია“ 
პროგრამის მიზანია მოსწავლეები დაინტერესდნენ ქართული კულტურით, ხელოვნებითა და ისტორიით.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასახლის სამუზეუმო დარბაზები და გაეცნენ ქართული სამოსის საუკუნოვან ისტორიას.
პროგრამის პრაქტიკულ ნაწილში მოსწავლეებმა შექმნეს საკუთარი თვალით აღქმული ქართველ მეფეთა და დედოფალთა ტანისამოსების ნიმუშები.
- მეტი
IV კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში
- 28.03.2024 11:43
IVკლასი
ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეებმა შეისწავლეს მწერალ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები"თევზაობა"(ნაწყვეტი მოთხრობიდან "კუკარაჩა").
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში.
ერთმა ჯგუფმა განსაზღვრა მოთხრობის პერსონაჟის (პატარა ბიჭის) დანაშაული მისი პასუხისმგებლობა და ის თუ რა სასჯელს იმსახურებს იგი.
მეორე ჯგუფმა გაითვალისწინა ბავშვისთვის კონვენციით მინიჭებული უფლებები და დაიცვა იგი. მოიძიეს ტექსტში ბიჭის გამამართლებელი ფაქტები.
მოსწავლეებმა გაითავისეს,რომ კანონს ყველა უნდა ემორჩილებოდეს.
- მეტი
ზარის დროები
პარასკევი 17/07/2026კალენდარი
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად