მთავარი გვერდი
II კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე
- 10.10.2025 10:48
II კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე შექმნეს სასწავლო რესურსი : "ორნიშნა რიცხვების " პოსტერი 
, 
, 
, 
, 
.
აქტივობის მიზანი: ორნიშნა რიცხვების ამოცნობა, წაკითხვა, ჩაწერა.
- მეტი
IV კლასის მოსწავლეები საგან მე და საზოგადოების გაკვეთილზე
- 10.10.2025 10:46
კლასი: მე-4
საგანი: მე და საზოგადოება
აქტივობა: მოსწავლეებმა იმუშავეს განათლების მნიშვნელობაზე.
გაიაზრეს თავიანთი ძლიერი მხარეები.
შედეგად, მოტივაცია გაუღრმავდათ წარმატებისკენ.
- მეტი
საგანმანათლებლო ღონისძიება სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით
- 10.10.2025 10:42
- სკოლა „ერუდიტში“ სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით ჩატარდა საგანმანათლებლო ღონისძიება. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ელენე ბახიამ და ისტორიის პედაგოგმა სანდრო ცუცქირიძემ მოსწავლეებს წარუდგინეს ინფორმაციული პრეზენტაციები.
ახალგაზრდებმა მოისმინეს როგორც ისტორიული ფაქტები, ისე ამ თემაზე შექმნილი ლიტერატურული ნიმუშები. მათ შორის იყო ნუგზარ შატაიძის მოთხრობა „მოგზაურობა აფრიკაში“, გურამ ოდიშარიას „სოხუმში დაბრუნება“, მურმან ლებანიძისა და შოთა ნიშნიანიძის ლექსები, აგრეთვე ესპანელი პოეტის ხუან ფრან ნუნიეს პარენიოს ლექსი აფხაზეთზე.
ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება და ქვეყნისადმი სიყვარულის გაძლიერება.


- მეტი
კალიგრაფიის მასტერკლასი.
- 10.10.2025 10:39
მეორე კლასელებს ჩაუტარდათ კალიგრაფიის
მასტერკლასი.
ერთდღიან მასტერკლასზე ბავშვები:
გაეცნნენ ქართულ დამწერლობას
შექმნეს უნიკალური კალიგრამა, რომელიც სამახსოვროდ დარჩათ.
გამოსცადეს წერის სასიამოვნო და ჯადოსნური პროცესი.
ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი და საჩუქრად ფერადი კალმების შეკვრა. ასევე საკუთარი ნამუშევარი, რომელიც არის კალიგრამის სტილში.
- მეტი
პირველკლასელთა პირველი კომპლექსური დავალება
- 10.10.2025 10:37
პირველკლასელთა პირველი კომპლექსური დავალება

მოსწავლეებმა შექმნეს ორშაბათის გაკვეთილების ცხრილი, - ამოჭრეს ბარათები და დააწებეს ფურცლებზე.
აქტივობა ავითარებს მოტორულ და შემოქმედებით უნარებს.
- მეტი
ზარის დროები
ხუთშაბათი 16/07/2026კალენდარი
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად