სიახლეები
სადამრიგებლო საათი თემაზე: "პირადი სივრცე"
- 26.02.2025 08:51
- სადამრიგებლო საათი
თემა: პირადი სივრცე
III კლასი
პირადი სივრცის მნიშვნელობა
პირადი სივრცის ორი ფუნქცია- დაცვა და კომუნიკაცია
პირადი სიცრცის დარღვევა და საკლასო ურთიერთობები.
საკუთარი წარმოდგენები პირადი სივრცის დარღვევაზე და კლასის წინაშე მაგალითების განხილვა.
- მეტი
“ თებერვლის გაკვეთილები”
- 26.02.2025 08:48
- “ თებერვლის გაკვეთილები”
სკოლა „ერუდიტში“ სამოქალაქო განათლების მასწავლებლის მარიამ ლომიძის ინიციატივით, განხორციელდა პროექტი „თებერვლის გაკვეთილები“ .
ისტორიული მეხსიერებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კონცებცია უწყვეტობა და განგრძობადობაა.
პროექტის მიზანია მოსწავლეებში საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება და გავრცელება; მომავალი თაობისთვის პატრიოტიზმის, თავისუფლების, თანასწორობის, დამოუკიდებლობის და სხვა დემოკრატიული პრინციპებისთვის ბრძოლის მნიშვნელობის გააზრებაა.
„თებერვლის გაკვეთილების“ ფარგლებში განხორციელებული აქტივობებია:
მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება- ისტორიის, სამოქალაქო განათლების და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა საჯარო შეხვედრა (პრეზენტაციები) შემდეგ თემებზე:
საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 1921 წლის ოკუპაცია. (ისტორიული მიმოხილვა/ დისკუსია)- პედაგოგი სანდრო ცუცქირიძე;
საქართველოს პირველი კონსტიტუცია- კონსტიტუციის არსი, 1921 წლის კონსტიტუციის უნიკალურობა და პროგრესულობა
-პედაგოგი მარიამ ლომიძე;
რეპრესირებული მწერლები
- პედაგოგი ელენე ბახია;
მოქალაქეობის გაკვეთილზე საქართველოს ეროვნული არქივის ელ. რესურსების გაცნობა, დოკუმენტური ვიდეო მასალის ჩვენება და დისკუსია;
მოსწავლეთა პოსტერების გამოფენა;
- მეტი
IV კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 26.02.2025 08:42
IV კლასი
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
საკითხი: ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობა ,,მაგდანას ლურჯა”
აქტივობა: მოსწავლეებმა, ნაწარმოების შესწავლის შემდეგ, ნახეს თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის ქართული მხატვრული ფილმი ,,მაგდანას ლურჯა”.
მოსწავლეებმა იმსჯელეს ნაწარმოებისა და ფილმის მსგავსება/განსხვავებაზე; გამოხატეს პირადი დამოკიდებულება წაკითხულისა და ნანახის/მოსმენილის მიმართ.
- მეტი
V-VI კლასის მოსწავლეები საგან კულტურული მრავალფეროვნების გაკვეთილებზე
- 24.02.2025 12:43
V-VI კლასის მოსწავლეებმა საგან კულტურული მრავალფეროვნების გაკვეთილებზე იმუშავეს თემაზე “სტერეოტიპები” და შექმნეს კომიქსების წიგნი “ამბები სტერეოტიპებზე”;
#არასტერეოტიპებს;
#nostereotypes;
#არაკულტურულსტერეოტიპებს#თანასწორობათავისუფალიადამიანისღირებულებაა
- მეტი
IV კლასის მოსწავლეები მუსიკის გაკვეთილზე
- 21.02.2025 12:47
- მეოთხე კლასი
საგანი: მუსიკა
მოსწავლეები მუსიკის გაკვეთილზე გაეცნენ ვოლფგან ამადეუს მოცარტის შემოქმედებას.
.
მისი ნაწარმოებებიდან მოუსმინეს მუსიკალურ კოლაჟს და საინტერესოდ გამოხატეს თავიანთი განწყობა ნამუშევრებში.
- მეტი