სიახლეები

        • II კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
        • II კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე

        • 17.02.2025 11:01
        • II კლასის მოსწავლეებმა განვლილი მასალის შესაჯამებლად სახალისო მეთოდს მიმართეს.
          მათ უკვე შეუძლიათ ინგლისურ ენაზე დაასახელონ და ისაუბრონ სხვადასხვა თებებზე, როგორებიცაა:
          🧸სათამაშოები
          🍭საკვები
          👨‍👩‍👧‍👦ოჯახი
          🫂მეგობრები
          📍ყველა ამ თემის გათვალისწინებით, მათ დაამზადეს წიგნი - ,,My book".
          📍დახატეს, დაწერეს და მეგობრებს წარუდგინეს.
          მოცემული აქტივობა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს:
          📌შეაჯამონ და გაიხსენონ განვლილი მასალა,
          📌იყვნენ შემოქმედებითები და კრეატიულები
          📌განივითარონ წერითი, სასაუბრო და აუდიტორიის წინაშე წარდგენის უნარები.
           
        • მეტი
        • V კლასის მოსწავლეები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე

        • 17.02.2025 11:00
        • მეხუთე კლასი🌴💥⚘️
          საგანი : სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება🤍🌿🪴🌹
          მოსწავლეებმა შეისწავლეს მე-16 საუკუნის ნიდერლანდელი მხატვრის პიტერ ბრეიგელის ბიოგრაფია. გაეცნენ მისი შემოქმედებიდან "ასი ნიდერლანდურ ანდაზას".
          რომელიც ბევრ ამბავს "გვიამბობს".🍂🌺🌻⚘️
          💬მოსწავლეებმა გადაწყვიტეს გაეხსენებინათ ქართული ანდაზები და ბრეიგელის მსგავსად შეექმნათ ნახატები💫🗯💥🪴🌿
          გაკვეთილი საინტერესო და სახალისო გახდა.
           
        • მეტი
        • IV კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ინგლისურ ენაში
        • IV კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ინგლისურ ენაში

        • 17.02.2025 10:58
        • ინგლისური ენა
          IV კლასი
          თემა: Food
          🍽მოსწავლეებმა ისაუბრეს მათ საყვარელ კერძებზე, შეისწავლეს სიტყვები და ფრაზები.
          👨‍🍳როდესაც საქმე მიდგა კერძების მზადებაზე, თუ რისი მზადება შეეძლოთ დამოუკიდებლად, გაჩნდა იდეა- შეექმნათ ვიდეო რეცეპტი.
          🎬მოსწავლეებმა აარჩიეს მათთვის სასურველი კერძები, ჩაწერეს ვიდეოები, სადაც დეტალურად ისაუბრეს ინგრედიენტებზე და მათ მომზადებაზე.
          📽მოეწყო პრეზენტაცია.
          მოსწავლეებმა დასვეს კითხვები და სახალისო თამაშით შეაჯამეს თემა.
           
        • მეტი
        • 11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა!
        • 11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა!

        • 17.02.2025 10:43
        • 11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა! 🥳
          🖋️2015 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც 11 თებერვალი „მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ“ გამოცხადდა. 🔬🧬👩🏻‍💼👩🏻‍💻
          📌ამ დღის მთავარი მიზანია მეცნიერი ქალების წახალისება და თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობა განათლებისა თუ მეცნიერების სხვადასხვა სფეროში 💪 👩‍💼
          📌აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით სკოლა “ერუდიტის” მოქალაქეობის მასწავლებლის მარიამ ლომიძის ინიციატივით IX კლასის მოსწავლეებმა ბარბარე ბოხაშვილმა, ანასტასია მეტრეველმა და ანა თამარაშვილმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე “ნიჭს არ აქვს სქესი”;
          პრეზენტაციისას ისაუბრეს:
          - რა როლი აქვს განათლებას ქალთა გაძლიერებაში? 🧐
          -მეცნიერების განვითარების საქმეში ქალ მეცნიერთა როლზე;🦠💊🧬🧪🔬
          -ცნობილი ქალი მეცნიერების ბიოგრაფიებზე და მათ მიღწევებზე;👩🏻‍💼
          -შეხვედრა დასრულდა შემეცნებითი თამაშით.🎯
           
        • მეტი
        • V კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
        • V კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე

        • 17.02.2025 10:39
        • V კლასის მოსწავლეებს ინგლისური ენის გაკვეთილზე, დავალება მივეცით.
          ⬇️⬇️⬇️
          🤯 კარგად დაფიქრებულიყვნენ და დაესვათ კითხვები, რომელზე პასუხებიც დიდი ხანია აინტერესებთ.
          🫡მოსწავლეებმა დაასახელეს კითხვები. ვიმსჯელეთ და მათვე მივანდეთ პასუხების მოძიება.
          📌პროექტის განმავლობაში თემებზე მუშაობა საკმაოდ სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა.
          📌მოსწავლეებმა განივითარეს წერის, კითხვის, დამოუკიდებლად მასალის მოძიების და დამუშავება/დახარისხების უნარები.
          💪რაც ყველაზე მთავარია, პროექტის დასასრულს, ყველა დასმულ კითხვას გაეცა ამომწურავი პასუხები.
           
        • მეტი