სიახლეები
სტუმრად მოზარდმაყურებელთა თეატრში
- 24.01.2025 13:09
პირველი კლასის მოსწავლეები დაესწრნენ ჯადოსნურ მიუზიკლს “ურჩხული და ლამაზმანი”.
მრავალფეროვანი მუსიკითა და ვიზუალური ეფექტებით გაფორმებულმა სპექტაკლმა მოსწავლეებში აღფრთოვანება გამოიწვია.
ბავშვებმა მხიარული ფოტოსესიაც მოაწყვეს “არტოს ბაღში”.
სკოლაში დაბრუნებულებმა გააზიარეს ემოციები და შთაბეჭდილებები. იმსჯელეს რა მოეწონათ და დაამახსოვრდათ ყველაზე მეტად.


- მეტი
V კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში
- 24.01.2025 13:04
- V კლასი

ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეებმა შეისწავლეს და შეაჯამეს აკაკი წერეთლის "ჩემი თავგადასავალი"
იმუშავეს და შეადგინეს ნაწარმოების გეგმა.
დაწერეს თხზულება.
მოსწავლეებმა თხზულების დასაწერად გამოიყენეს ისეთი სიტყვები რომელიც ტექსტში არ იყო მოცემული.
უყურეს მხატვრულ ფილმს "აკაკის აკვანი",იმსჯელეს კლასში თუ რატომ დაარქვეს ფილმს "აკაკის აკვანი" და რომელი ეპიზოდებია შესული სახელმძღვანელოდან.
დაბოლოს,დაწერეს თავიანთი თავგადასავალი (საინტერესო ამბავი,რომელიც ბავშვობაში გადახდათ და ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ)
- მეტი
I კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 20.01.2025 13:39
პირველ კლასელებმა გაიხსენეს პირველ სემესტრში შესწავლილი ასო-ბგერები.
მოიფიქრეს სიტყვები. დამარცვლეს და შემოხაზეს ხმოვანი ასოები. მათ უკვე შეუძლიათ სიტყვის დაშლა მარტივ ფონეტიკურ ერთეულებად. ( მარცვლები, ასო-ბგერები, მათი რაოდენობის განსაზღვრა სიტყვებში).
საგანი: ქართული ენა
- მეტი
სადამრიგებლო საათი თემაზე: რა ხდება ჩემს თავში?!
- 17.01.2025 10:35



წლის პირველი სასწავლო დღე 
II კლასი - რა ხდება ჩემს თავში?!
მოსწავლეებმა სურათის დახმარებით, შეავსეს თავის ნაწილი. ნახატის საშუალებით გამოხატეს, რა ხდება მათ თავში, - რაზე ფიქრობენ და როგორი განწყობა აქვთ II სემესტრის პირველ სასწავლო დღეს.
აღნიშნული აქტივობით შევიტყეთ, რომ მოსწავლეების ფიქრები მიმართულია სწავლისაკენ და მოუთმენლად ელოდებოდნენ სკოლაში დაბრუნებას.
- მეტი
IV და V კლასის მოსწავლეებმა საინტერესოდ და ხალისიანად წარადგინეს ახალი წლის ღონისძიება 2024 წელი.
- 17.01.2025 10:27
- IV და V კლასის მოსწავლეებმა საინტერესოდ და ხალისიანად წარადგინეს ახალი წლის ღონისძიება 2024 წელი





.
ცეკვებითა და სიმღერებით,
იუმორითა და გამოცანებით გააცილეს ძველი წელი და დამდეგ ახალ წელს მშვიდობა და ბედნიერება ისურვეს . 




.

გილოცავთ,დამდეგ შობა-ახალ წელს 
- მეტი