სიახლეები

        • III კლასის მოსწავლეები ქართული ენის და ლიტერატურის  გაკვეთილზე
        • III კლასის მოსწავლეები ქართული ენის და ლიტერატურის გაკვეთილზე

        • 23.10.2024 12:32
        • 🎓 III კლასი
          📚 მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე შეისწავლეს დონალდ ბისეტის ზღაპარი ,,დედა წერტილი და შვილი წერტილი”.
          ✍️ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოაწყვეს როლური კითხვა და ხალისით შექმნეს ზღაპრის კომიქსი, რაც ხელს უწყობს ტექსტის გაგება-გააზრებასა და განსახვავებული კუთხით წარმოჩენას.
           
        • მეტი
        • I კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
        • I კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე

        • 22.10.2024 08:04
        • ✅ I კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე ანბანის შესწავლა სხვადასხვა აქტივობებით დაიწყეს 🔠🔡🅰️🅱️🆒️🆗️
          📍მოსწავლეებმა ისაუბრეს ანბანის ასოებზე და მათთან დაკავშირებულ ასოცირებულ სიტყვებზე.
          📍გამოსახეს ხელების დახმარებით.
          📍გამოჭრეს საათები, ზედ დატანილი სიტყვებით და გააფერადეს.
          📎ვიზუალური მაგალითები საშუალებას აძლევს მათ, მარტივად დაიმახსოვრონ როგორც ანბანის ასოები, ასევე უცხო სიტყვებიც და ამასთანავე, განივითარონ მოტორული უნარები.✂️🖌📚
        • მეტი
        • I კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
        • I კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე

        • 21.10.2024 12:29
        • ✅ ბავშვობის ყველაზე ლამაზ მოგონებაში, აუცილებლად იქნება 1 გამორჩეული სათამაშო, რომელიც ძალიან გვიყვარდა. ხომ ასეა? 🦄🐻🧸
          📍I კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე შეისწავლიან სათამაშოებს, მათ შესატყვისებს და ამიტომაც, საყვარელი სათამაშოების მოყვანა ვთხოვეთ მათ ახალ საზოგადოებაში წარსადგენად.
          📍მოსწავლეებმა უცხო სიტყვების გამოყენებით დაახასიათეს ისინი.
          თქვენ რომელი სათამაშო გახსენდებათ? გაგვიზიარეთ 🎈
        • მეტი
        • თვითმმართველობის არჩევნები
        • თვითმმართველობის არჩევნები

        • 18.10.2024 13:17
        • 🔶სკოლაში დასრულდა მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები. არჩევნების პროცესი დემოკრატიული პრინციპების დაცვით წარიმართა. 🔶მოსწავლეთა თვითმმართველობის თავჯდომარეობის კანდიდატებად კენჭს იყრიდნენ IX კლასის მოსწავლე ანასტასია მეტრეველი, IX კლასის მოსწავლე ანა გეორბელიძე და X კლასის მოსწავლე კესო ლეგაშვილი.
          ✅ მოსწავლეთა არჩევანით 2024-2025 სასწავლო წელს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას უხელმძღვანელებს IX კლასის მოსწავლე ანა გეორბელიძე. 🎉🎉🎉
          ✅ვულოცავთ ანას თვითმმართველობის თავჯდომარეობას! წარმატებულ, ნაყოფიერ, საინტერესო და შემოქმედებით სასწავლო წელს ვუსურვებთ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას.
        • მეტი
        • სადამრიგებლო საათი თემაზე: "ჩემი კლასი ჩემი ოჯახი"
        • სადამრიგებლო საათი თემაზე: "ჩემი კლასი ჩემი ოჯახი"

        • 18.10.2024 12:29
        • 🎓 II კლასი
          📍სადამრიგებლო საათის თემა - ჩემი კლასი ჩემი ოჯახი
          🎙️ მეორეკლასელებმა სადამრიგებლო საათზე ისაუბრეს კლასზე, როგორც ოჯახზე; ჩამოწერეს კლასში მოქცევის წესები; დაწერეს, რატომ არის მათი კლასი გამორჩეული და როგორ ეხმარებიან ერთმანეთს; მოიფიქრეს კლასის ჰიმნი და შექმნეს პორტრეტი.
          📍გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა კლასში კომფორტულად, მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნონ თავი; იზრუნონ ერთმანეთზე, როგორც ოჯახის წევრებზე; გაითავისონ და დაიცვან კლასში მოქცევის წესები; გამოხატონ პირადი დამოკიდებულება კლასის მიმართ.
           
        • მეტი