სიახლეები
V კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 30.04.2024 13:23
"ჩვენზღაპარიგვაერთიანებს"
V კლასი
ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეებმა შეისწავლეს გურამ პეტრიაშვილის "პატარა დინოზავრი","პეპელა"...
მოსწავლეებმა იმსჯელეს ლიტერატურული და ხალხური ზღაპრის შესახებ .
ამოირჩიეს მოცემული პირობა და მასზე დაყრდნობით შექმნეს საკუთარი ზღაპარი.
გამოგონილ ზღაპარს შეურჩიეს სათაური, დახატეს პერსონაჟები და გააფორმეს.

მოსწავლეებმა შეძლეს ზღაპრის სტრუქტურისა და შექმნის პრინციპების გააზრება.
გაკვეთილის მიზანია: მოსწავლემ შეძლოს სტანდარტით განსაზღვრულ სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე.
- მეტი
I კლასის მოსწავლეები მუსიკის გაკვეთილზე
- 30.04.2024 11:48
მუსიკის გაკვეთილზე ჩვენი მოსწავლეები სხვადასხვა ინსტრუმენტების გაცნობას აგრძელებენ. 


ამჯერად, მათ კალიმბას ჟღერადობა,მელოდიურობა და დაკვრის პრინციპები შეისწავლეს.
- მეტი
VII კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია საგან მოქალაქეობაში
- 29.04.2024 10:42
რა არის საზოგადოებრივი კონფლიქტი?
რა განაპირობებს მათ წარმოშობას?
რა გზები არსებობს მათ გადასაჭრელად?
ამ კითხვებზე პასუხის ცოდნა სამომავლოდ კონფლიქტების თავიდან აცილებას ან კონფლიქტების გადასაჭრელად მშვიდობიანი გზების პოვნაში დაგვეხმარება.
VII კლასის მოსწავლეებმა საგან მოქალაქეობის გაკვეთილზე წარმოადგინეს პრეზენტაციები თემაზე:”საზოგადოებრივი კონფლიქტები და მათი შედეგები.”
ისაუბრეს კონფლიქტების მართვის სტრატეგიებზე და განიხილეს საინტერესო ქეისები;
- მეტი
IV კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ბუნებისმეტყველებაში
- 29.04.2024 10:30
IV კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე წარმოადგინეს პრეზენტაციები თემაზე: ''საქართველოს დაცული ტერიტორიები''.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია:
ლაგოდეხის ეროვნული ნაკრძალზე.
ვაშლოვანის ეროვნული ნაკრძალზე.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკზე.
კოლხეთის ეროვნული პარკზე.
- მეტი
VIII კლასის მოსწავლეების კომპლექსური დავალება გეოგრაფიაში
- 29.04.2024 10:02
VIII კლასის მოსწავლეებმა გეოგრაფიის გაკვეთილზე წარმოადგინეს შემაჯამებელი კომპლექსური დავალება ევროპის კონტინეტზე.
შეაფასეს ევროპის გეოგრაფიული მდებარეობა და საზღვრები,
წარმოადგინეს კონტინენტის მნიშვნელოვანი ობიექტები- მდ. დუნაი, გოლფსტრიმის თბილი დინება, ისლანდიის გეიზერები, ალპების მთათა სისტემა.
იმსჯელეს ევროპის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე და ბოლოს ევროკავშირის მნიშვნელობაზე როგორც მთელი კონტინენტისთვის ასევე საქართველოსთვის.
- მეტი