•  ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კამპანია
        • ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კამპანია

        • 02.12.2024 08:27
        • 📣25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კამპანია ხორციელდება ✊
          🔸გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან აქტივიზმში, ჩაერთო სკოლა “ერუდიტიც”.
          ❌👩‍⚖️წლევანდელი თემაა: „ყოველ 10 წუთში ერთხელ ქალს კლავენ. გაერთიანდით ქალების მიმართ ძალადობის დასასრულებლად”
          🔸აღნიშნულ თემაზე ჩვენი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის და მოქალაქეობის მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხებით:
          📌ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე (25 ნოემბერი)-ისტორია, თარიღის მნიშვნელობა;
          📌სტატისტიკა, პრობლემის იდენტიფიცირება- სად და რატომ არის დისბალანსი?
          📌ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს;
          📌XXI საუკუნე -დღევანდელი სიტუაცია და ცვლილებები ქალთა უფლებებთან დაკავშირებით;
          📌 აღნიშნულ თემაზე შექმნილი ნამუშევრების პრეზენტაციები;
          🔸შეხვედრა იყო ინტერაქტიული. წარიმართა დისკუსიის რეჟიმში, რომელშიც ჩაერთნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები და მასწავლებლები;
          🖇️მომხსენებლები: IX კლასის მოსწავლე ბარბარე ბოხაშვილი;
          Xკლასის მოსწავლეები - ირინა ცქიტიშვილი და კესო ლეგაშვილი;
          🖇️ილუსტრაციებზე იმუშავეს:Xკლასის მოსწავლე ნინი სიჭინავამ და IXკლასის მოსწავლე ელიზაბედ ძოწენიძემ;
           
        • მეტი
        • V კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
        • V კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე

        • 02.12.2024 08:24
        • V კლასი
          💥 ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეებმა შეისწავლეს იაკობ გოგებაშვილის "იავნანამ რა ჰქმნა?!."
          💬ნაწარმოების უკეთ გასაცნობიერებლად იმუშავეს და შეასრულეს მრავალფეროვანი აქტივობები:
          💥შეადგინეს უცხო სიტყვათა ლექსიკონი.
          🌈ჩამოწერეს ცალკეული თემების გეგმა.
          💥ნაწარმოების მიხედვით დახატეს მათთვის საინტერესო ეპიზოდები და შექმნეს ""მოთხრობის რუკა".
          💢დაბოლოს უყურეს მხატრულ ფილმს"იავნანამ რა ჰქმნა?!" , იმსჯელეს წაკითხულსა და ნანახზე, გამოხატეს ემოციები .
           
        • მეტი
        • IV კლასის მოსწავლეები Სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე
        • IV კლასის მოსწავლეები Სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე

        • 29.11.2024 11:24
        • ✅Სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე , IV კლასის მოსწავლეებმა სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი ელემენტი
          Თემა: " ფერი" შეისწავლეს. 🔴🟣🔵🟡🟢
          ☑️ მოსწავლეები გაეცნენ თუ როგორ ფიქრობდნენ ფილოსოფოსები, მხატვრები და მეცნიერები ფერების თანმიმდევრობაზე, რაოდენობაზე და ნაირსახეობაზე.
          🟣წარმოადგინეს ჩანახატები ძირითადი და შედგენილი, ცივი და თბილი, კონტრასტული ფერები, ⚪️⚫️ტონალობა-თეთრი ან შავი ფერის დამატებითი მიღებული ტონი.
           
        • მეტი
        • სტუმრად მოზარდმაყურებელთა თეატრში
        • სტუმრად მოზარდმაყურებელთა თეატრში

        • 29.11.2024 10:43
        • პირველი კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ მოზარდმაყურელთა თეატრს და ნახეს სპექტაკლი “თაგუნიები და ყველი”. 🧀🐭
          ✨აღფრთოვანებულები დაბრუნდნენ საკლასო
          ოთახში და თავიანთი ემოციები ნახატებად აქციეს🌟
          ✨გაიხსენეს, განიხილეს ნანახი და გაგვიზიარეს თავიანთი ემოციები. ✨პირადად გაიცნეს, გაესაუბრნენ მსახიობებს და მათთან სამახსოვრო
          ფოტოებიც
          გადაიღეს🎉.
        • მეტი