• შეხვედრები სკოლის კურსდამთავრებულებთან - ეგიდით „მე ერუდიტელი ვარ“
        • შეხვედრები სკოლის კურსდამთავრებულებთან - ეგიდით „მე ერუდიტელი ვარ“

        • 05.12.2023 11:52
        • ✅გრძელდება შეხვედრები სკოლის კურსდამთავრებულებთან - ეგიდით „მე ერუდიტელი ვარ“.
          📍1 დეკემბერს შეხვედრა გაიმართა 2013 წლის კურსდამთავრებულებთან ფინანსისტ ნუკა მაღლაკელიძესთან და ანიმატორ გიორგი გაბისონიათან.
          📜ნუკამ და გიორგიმ მოსწავლეებს მისცეს საინტერესო და პრაქტიკულ რჩევები თუ როგორ შევარჩიოთ პროფესია.
          👩ნუკამ ისაუბრა Work-life ბალანსზე, თუ როგორ დავაბალანსოთ სამსახური და პირადი ცხოვრება.
          🧑გიორგიმ გააცნო თუ როგორ უნდა შევქმნათ მოუშენ დიზაინი-მოძრაობის ილუზია და ეფექტები.
          ✅მსგავსი შეხვედრები წლის ბოლომდე გაგრძელდება, რომელსაც პერიოდულად გაგაცნობთ.
          🫶ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კურსდამთავრებულებით.
        • მეტი
        • IX კლასის მოსწავლეების კომპლექსური დავალება ისტორიაში
        • IX კლასის მოსწავლეების კომპლექსური დავალება ისტორიაში

        • 05.12.2023 08:44
        • ✅IX კლასის მოსწავლეებმა საფრანგეთის მეფის ლუი XVI-ს გასამართლებით ისტორიის გაცოცხლება სცადეს-როლური თამაშით , რომელის პრეზენტაცია-სასამართლოს იმიტაციას წარმოადგენდა.
          🧑‍⚖️მოსწავლეებმა დაინაწილეს როლები: ლუი XVI, მარია ანტუანეტა, ბრალმდებელნი, მეფე-დედოფლის დამცველნი, პირველი/მეორე/მესამე ფენის წარმომადგენლები, რომელთაც დაწვრილებით აღწერეს მათი იმდროინდელი მდგომარეობა, ასევე განმანათლებლები, რომელთაც თავისი იდეები გააჟღერეს.
          📜მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია იმ დროინდელი ადამიანების ყოფა-ცხოვრების შესახებ.
          📝გამართეს დისკუსია ბრალდება-დაცვის ფორმატში და იმსჯელეს სოციალურ-პოლიტიკურ-ეკონომიკური მიზეზების შესახებ. ასევე ,იკამათეს , მეფის განუსაზღვრელი თუ განსაზღვრული ძალაუფლების შესახებ,რომელმაც საფრანგეთში არეულობა მოიტანა.
          📍 იმსჯელეს, რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლებოდა ჰქონოდა მეფის სიკვდილით დასჯას და მათი ვარაუდი შეადარეს იმ დროისთვის საფრანგეთში, საქართველოსა და ევროპაში შექმნილ მდგომარეობას და ლუიVI სიკვდილით დასჯისა და რევოლუციის გავლენას დანარჩენ მსოფლიოზე.
           
        • მეტი
        • შეხვედრები სკოლის კურსდამთავრებულებთან - ეგიდით „მე ერუდიტელი ვარ“
        • შეხვედრები სკოლის კურსდამთავრებულებთან - ეგიდით „მე ერუდიტელი ვარ“

        • 05.12.2023 08:43
        • ✅სკოლის დირექციის და მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, სკოლაში იმართება შეხვედრები სკოლის კურსდამთავრებულებთან - ეგიდით „მე ერუდიტელი ვარ“.
          📜პირველი შეხვედრა გაიმართა 17 ნოემბერს,
          2013 წლის სკოლის კურსდამთავრებულ
          ხელოვნებათმცოდნე - ანა დედაბრიშვილთან.
          📍შეხვედრაზე ანამ ისაუბრა თუ, როგორ უნდა დავგეგმოთ კარიერა, მოსწავლეებს მისცა საინტერესო და პრაქტიკული რჩევები, როგორ შევარჩიოთ პროფესია.
          ✔️ასევე ისაუბრა, როგორ შეიძლება გააკეთო ტრანსფერი ერთი სფეროდან მეორეში როცა არ მოგწონთ სადაც ახლა ხარ.
          ✅მსგავსი შეხვედრები წლის ბოლომდე გაგრძელდება, რომელსაც პერიოდულად გაგაცნობთ.
           
        • მეტი
        • VIII კლასის მოსწავლეების კომპლექსური დავალება მათემატიკაში
        • VIII კლასის მოსწავლეების კომპლექსური დავალება მათემატიკაში

        • 05.12.2023 08:42
        • 🎓VIII კლასი
          ✅ცნებების შესწავლის დროს ეფექტიანობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია გრაფიკების გამოყენება. 📊ინფორმაციის გრაფიკულად წარმოდგენა საშუალებას გვაძლებს, შევკვეცოთ დიდი მოცულობის ინფორმაცია, გრაფიკი წარმატებით გამოიყენება რთული მასალის ახსნის დროსაც, როდესაც არ ვართ დარწმუნებული, გაიგეს თუ არა მოსწავლეებმა მასალა. 🔸 შესაძლოა, მათ სწორად უპასუხეს დასმულ შეკითხვებს, არცთუ ცუდად შეავსეს ტესტიც, მაგრამ „არადამაჯერებლად“ გამოიყურებიან მასალის არასათანადოდ გააზრების გამო.🔹 გრაფიკი თავად წარმოადგენს გააზრების ინსტრუმენტს, აზუსტებს ცნების არსს, თვალსაჩინოს ხდის ცნების შინაარსსა და სტურქტურას, ავითარებს ლოგიკას.
          📍VIII კლასში გაკვეთილების დანიშნულებაც ესაა – ასწავლოს მოსწავლეებს გააზრება.
           
        • მეტი