III კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე
- 28.11.2023 10:48
თემა: გეომეტრიული ფიგურები
ტანგრამი გეომეტრიული ობიექტებისაგან შემდგარი თავსატეხია.ერთი კვადრატისგან მიღებული 7 გეომეტრიული ფიგურისგან შესაძლებელია სხვადასხვა სახალისო ფიგურების შედგენა.
III კლასის მოსწავლეებმა ჯერ მაგნიტური ფიგურებისგან შექმნეს მათთვის სასურველი ფიგურები, ხოლო შემდეგ თავად გამოჭრეს ტანგამის გეომეტრიული ფიგურები და შეადგინეს სხვადასხვა ობიექტი.
- მეტი
25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის დღე აღინიშნება.
- 27.11.2023 14:15
25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის დღე აღინიშნება.
ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების ყველაზე გავრცელებული დარღვევაა და მას ქალებისთვის სერიოზული ფიზიკური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური შედეგები მოაქვს, რაც საზოგადოებაში მათ თანასწორ მონაწილეობას მნიშვნელოვნად უშლის ხელს.
სკოლა “ერუდიტში” სამოქალაქო განათლების მასწავლებლის მარიამ ლომიძის და XI კლასის მოსწავლე ნიცა ვარამაშვილის ინიციატივით აღნიშნულ თემაზე გაიმართა შეხვედრა, რომელის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, სტერეოტიპების მსხვრევა და ადამიანის უფლებების დაცვის აღიარება .
შეხვედრა მოიცავდა შემდეგ აქტივობებს:
1. დები მირაბალდების ისტორიის გაცნობა; (სწორედ სამ დას -პატრია, მინერვა და მარია ტერეზა მირაბალდების ტრაგიკულ ისტორიას უკავშირდება გაეროს მიერ 25 ნოემბერის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ აღიარება);
2. პერფომანსი “თავისუფლების პეპელები”;
3. მოსწავლეთა ნამუშევრების/პოსტერების წარდგენა;
- მეტი
II კლასის მოსწავლეები ქართული ენის გაკვეთილზე
- 27.11.2023 08:20
II კლასი
მოსწავლეები გაეცნენ მოთხრობას ,,პატარა კალათა”, რომლის ადეკვატურად გაგება-გააზრების მიზნით, გამოიყენეს ,,პერსონაჟის რუკა”და დაახასიათეს მთავარი პერსონაჟი - კიკნა ბიჭი.
აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს პერსონაჟის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვისა და არგუმენტირების უნარის განვითარებას.
- მეტი
II კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
- 27.11.2023 08:11
ინგლისური ენის გაკვეთილზე, II კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს თემაზე ,,Be fair".
კითხვაზე-რას ნიშნავს იყო სამართლიანი?
თითოეულმა მოსწავლემ საკუთარი ნახატით გასცა პასუხი.
სხვადასხვა სიტუაციებით, პერსონაჟებით შექმნილი ნახატი კი, შემდეგ მეგობრებს წარუდგინეს.
- მეტი
I კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
- 27.11.2023 08:09
- I კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის გაკვეთილზე, ამჯერად რიცხვები შეიწავლეს
რიტმული ვარჯიშებით და სახალისო აქტივობებით დაიმახსოვრეს ინგლისური შესატყვისები.
ასევე, მცირე მათემატიკური მოქმედებების შესრულებაც დაიწყეს
თემის უკეთ გასაგებად კი, რიცხვები და მასთან ასოცირებული საკითხები ფერები-სიტყვები გააერთიანეს
- მეტი