სიახლეები
VII კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე
- 30.05.2025 11:04
VII კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე შეისწავლეს სამკუთხედის სახეები,
სამკუთხედის ძირითადი ელემენტები, იციან მედიანის, ბისექტრისის, სიმაღლის თვისებები,
მსჯელობენ სამკუთხედზე კუთხეების და გვერდების მიხედვით.
მოსწავლეებმა დაამზადეს სხვადასხვა სამკუთხედის მოდელები.
გაიღრმავეს ცოდნა
ვიდეოსიმულაციების საშუალებით.
მოსწავლეებმა უკვე იციან, რა მნიშვნელობა აქვს სამკუთხედის თვისებების ცოდნას გეომეტრიის საწყისების ათვისებაში.
- მეტი
XI კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ფიზიკაში
- 30.05.2025 11:01
XI კლასის მოსწავლეეებმა შეისწავლის გეომეტრიული ოპტიკის კანონები,
სინათლის არეკვლა,
გარდატეხა, გამოსახულების აგება ბრტყელ სარკეში, ამოზნექილ და ჩაზნექილ ლინზებში.
მოსწავლეებმა გაგვაცნეს თუ როგორი ფუნდამენტალური მნიშვნელობა აქვს სინათლის ბუნების შესწავლას სამყაროს აღქმის რთულ პროცესში.
- მეტი
სადამრიგებლო საათი - თემა: "მეგობრობა"
- 29.05.2025 12:33
- კლასი: VI
სადამრიგებლო საათი.
თემა: "მეგობრობა"
მიზანი: პიროვნული და მორალური განვითარება.
მოსწავლეებმა ისაუბრეს რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ჰყავდეს ნამდვილი მეგობარი. შეავსეს კითხვარიც:
რას აფასებენ მეგობარში ყველაზე მეტად?
რა საქციელი შეუძლიათ აპატიონ მეგობარს?
ყოველთვის ეუბნებიან მეგობარს სიმართლეს თუ არა?
რაში ეხმარებათ მასთან მეგობრობა?
შეუძლია თუ არა მეგობარმა გახადოს უკეთესი?
დაბოლოს, გაიხსენეს ანდაზები და აფორიზმები მეგობრობაზე.
- მეტი
ბოლო ზარი 2025🛎️🛎️
- 28.05.2025 13:58
- ბოლო ზარი 2025 🛎️🛎️🎉🎉
- მეტი
I კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 28.05.2025 12:39
- მოსწავლეებმა წაიკითხეს მინი მოთხრობების კრებული “ოთხი სურვილი”.
სათითაოდ განიხილეს წელიწადის
დროების თავისებურებები და მათი თვეები.შექმნეს ნამუშევრები “ ჩემი საყვარელი წელიწადის დრო და მისი თვეები”
- მეტი