სიახლეები

        • V კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
        • V კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე

        • 20.05.2025 12:31
        • კლასი: V 👨‍👩‍👧‍👧 💢💥🌈
          საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
          მოსწავლეებმა შეისწავლეს ვაჟა-ფშაველას ნაწარმოები "შვლის ნუკრის ნაამბობი".
          დასასრულმა მოსწავლეები ძალიან დააფიქრა:
          ✅️ იფიქრეს შვლის ნუკრის მომავალზე .
          ✅️წერილიც მისწერეს მონადირეს.
          ✅️ბუნების დაცვის მნიშვნელობაზე.
          ✅დაბოლოს ,დაწერეს ტექსტი ,რომელშიც ️წარმოიდგინეს რომელიმე პატარა ცხოველი (კნუტი,წრუწუნა,ბოჩოლა,ლეკვი )და აამბობინეს თავგადასავალი, კეთილი დასასრულით.
          🪄გაკვეთილის მიზანია:მოსწავლემ შეძლოს ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ,ახსნა და შეფასება.
           
        • მეტი
        • VI კლასის მოსწავლეები  მათემატიკის გაკვეთილზე
        • VI კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე

        • 20.05.2025 12:29
        • VI კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს დავალება "კალორიების დღიური ნორმა".
          📌 პრაქტიკულად იციან მათი ასაკისთვის განკუთვნილი დღიური კალორიების ნორმის გათვალისწინებით ჯანსაღი მენიუს შედგენა 🍎🍓🥕🥦🥖🍗🥐🧀🫛
          მათ:
          ✔️ შეადგინეს დავალებაში წარმოდგენილი ამოცანების შესაბამისი ასოითი გამოსახულება; განტოლებები და მათი ამოხსნები;
          ✔️ შეადგინეს ზრდასრული ადამიანის ერთი დღის ჯანსაღი კვების რაციონი კალორიების საჭირო რაოდენობის დაცვით🍓 🫑🥦🥕🍅
          ✔️ თითოეულმა დაადგინა კალორიების საჭირო რაოდენობა და შეადგინა ჯანსაღი მენიუ ერთი დღისთვის 🍧🍨🍩🧈🥞
          საგანი: მათემატიკა
           
        • მეტი
        • I კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე
        • I კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე

        • 20.05.2025 12:28
        • თუ კი მიმოიხედავ გარშემო, დააკვირდები გარემოს სადაც ახლა იმყოფები, დამიჯერე, ბევრ ნივთს მიამსგავსებ გეომეტრიულ ფიგურას ( წრეს, სამკუთხედს, ოთხკუთხედს...) 🛑⭐️❄️🕑🗺🪵🏟⚽️🎲
          ♦️გეომეტრიული ფიგურებისგან აპლიკაციებსაც ამზადებენ.
          I კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ ყოფით საგნებში და აპლიკაციებში ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა და დასახელება🧵🔮🎉📚🗑📦
          საგანი: მათემატიკა.
          თემა: გეომეტრიული ფიგურები.
           
        • მეტი
        • IX კლასის მოსწავლეები ბიოლოგიის გაკვეთილზე
        • IX კლასის მოსწავლეები ბიოლოგიის გაკვეთილზე

        • 20.05.2025 12:26
        • ✅IX კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის გაკვეთილზე წარმოადგინეს პროექტი თემაზე: თავის ტვინის დამაზიანებელი ქიმიური ნივთიერებები. 📍სხვადასხვა ფაქტორთა ზემოქმედებით ეს ნივთიერებები , დამაზიანებელ გავლენას ახდენს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე. 📚🔖მოსწავლეებმა წარმოადგინეს ალკოჰოლის, ნიკოტინის, ნარკოტიკის დამაზიანებელი ზემოქმედება ორგანოების ,ორგანოთა სისტემების და მთლიანად ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესებზე.
          📝აგრეთვე მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში იმსჯელეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დადებით გავლენაზე და მათ პოპულარიზაციაზე მოზარდებში.
        • მეტი
        • IV კლასის მოსწავლეები საგან მე და საზოგადოების გაკვეთილზე
        • IV კლასის მოსწავლეები საგან მე და საზოგადოების გაკვეთილზე

        • 19.05.2025 11:21
        • IV კლასის მოსწავლეებმა საგან მე და საზოგადოების გაკვეთილზე წარმოადგინეს პრეზენტაცია “საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა”📚📖🏰🔍🖋️
          🔸იმსჯელეს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობაზე, მის უნიკალურობასა და შენარჩუნების მნიშვნელობაზე.
          🔸განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, იუნესკოს როლს ამ პროცესში და იმ ქართულ ძეგლებს, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
          🔸მოსწავლეები გაეცნენ ერთ-ერთ უდიდეს ქართველ მამულიშვილს ექვთიმე თაყაიშვილს;
          საინტერესოდ ისაუბრეს მის ღვაწლზე.
          საქართველოს განძის თავდადებულმა მცველმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა ქართული კულტურის დაცვასა და სამშობლოში დაბრუნებას.📚🗞️🔍
           
        • მეტი