სიახლეები
IX კლასის მოსწავლეების ინტეგრირებული გაკვეთილი გეოგრაფია/ისტორიაში
- 17.01.2025 09:34
IX კლასის მოსწავლეებმა ისტორია
გეოგრაფიის ინტეგრირებულ გაკვეთილზე განიხილეს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში მომხდარი მნიშვნელოვანი სამხედრო ბრძოლები, სადაც ბრძოლის დასკვნით ნაწილში სტრატეგიასთან ერთად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გეოგრაფიულმა გარემომ
მოსწავლეებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს შემდეგი ბრძოლები :
კრწანისის 1795 წლის
გარნისის 1225 წლის
თერმოპილეს ძვ.წ 480 წლის
დიდგორის 1121 წლის
ბირთვისის 1403 წლის
- მეტი
V კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 17.01.2025 09:28
- V კლასი
ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეებმა შეისწავლეს აკაკი წერეთლის. "ჩემი თავგადასავალი"( I თავი). დააკვირდნენ ტექსტს და გადაწყვიტეს დაეწერათ "ერთი ჩვეულებრივი დღე ოჯახში".
რას საქმიანობენ მშობლები..
რას აკეთებენ და როგორ ატარებენ მთელ დღეს უფროსებთან ერთად ოჯახში.
თხზულებაში ჩართეს, რაც შეიძლება მეტი დეტალი .გააფორმეს და საინტერესოდ წარადგინეს კლასში.
- მეტი
კონკურსი "Spelling Bee"
- 19.12.2024 12:23
- "Spelling bee" კონკურსმა დიდი გამოხმაურება მოიპოვა და VI კლასის მოსწავლეებიც აიყოლია.
მოსწავლეებმა თავი წარმატებულად გაართვეს საკმაოდ რთული სიტყვების დამარცვლას.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
პროექტის ყველა მოსწავლეს გადაეცა პერსონალური სერთიფიკატი
- მეტი
IX კლასის მოსწავლეები ქიმიის გაკვეთილზე
- 19.12.2024 12:16
IX კლასის მოსწავლეებმა ქიმიის გაკვეთილზე წამოადგინეს კომპლექსური დავალება.
განიხილეს ნაერთთა კლასები,
მათი თვისებები, მიღება,
გამოყენება და გენეტიკური კავშირი ნაერთთა კლასებს შორის, ქიმიური რეაქციის ტიპები.
წარმოადგინეს შესაბამისი ვიდეო მასალა.
- მეტი
VIII კლასის მოსწავლეები ქიმიის გაკვეთილზე
- 19.12.2024 12:14
VIII კლასის მოსწავლეებმა ქიმიის გაკვეთილზე წამოადგინეს კომპლექსური დავალება.
განიხილეს წყლის როლი ცოცხალი ორგანიზმებისთვის,
სასმელი წყლის რესურსები მსოფლიოსა და საქართველოში, დაბინძურების პრობლემები და გამოყენება ტექნიკაში, სოფლის მეურნეობაში და ყოფა-ცხოვრებაში.
- მეტი