სიახლეები

        • X კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
        • X კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე

        • 03.12.2024 10:16
        • ✅X კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის გაკვეთილზე, შეასრულეს როლური თამაში, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეთა საუბრისა და მოსმენის უნარების განვითარებას. 📜აქტივობა მოიცავდა დროში მოგზაურობის სცენარს, სადაც თითოეული მოსწავლე განასახიერებდა სხვადასხვა ისტორიულ და გამოგონილ პერსონაჟს, მათ შორის: ☑️ქრისტეფორე კოლუმბს, ☑️კლეოპატრას, ☑️ილია ჭავჭავაძეს, ☑️ინდოეთის მცხოვრებლებს, ☑️ამერიკელ ადამიანს თანამედროვე ეპოქიდან და ☑️მომავლის რობოტს.
          📎მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე წარადგინეს თავიანთი პერსონაჟები და მონაწილეობა მიიღეს დიალოგებში, სადაც გამოავლინეს უნარი, ზუსტად და გამართულად გადმოეცათ თავიანთი პერსონაჟის შეხედულებები. 📝მათ გამოავლინეს აქტიური მოსმენის უნარი, რადგან ისინი ყურადღებით ეკიდებოდნენ თანაკლასელთა დიალოგებს და ამ პასუხებში ზუსტად იყენებდნენ მიღებულ ინფორმაციას. 📍საბოლოოდ, მოსწავლეებმა ეფექტურად გამოიყენეს რესურსები და ტექსტები, რათა კარგად გაეცნოთ თავიანთი პერსონაჟების ისტორიული ან გამოგონილი საფუძვლები.
        • მეტი
        • IV კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე

        • 03.12.2024 10:13
        • IV კლასის მოსწავლეებმა საგაკვეთილო თემის მიხედვით შეისწავლეს ზღაპარები:
          ,,Snow white and seven dwarfs"❄️👸🫅🍎
          ,,Cinderella."👠👑🫅👸
          🌟მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს ზღაპრების არსზე, შეისწავლეს უცხო სიტყვები და პერსონაჟების დახასიათებები სიმღერას შეუხამეს.
          🌟აი, შედეგიც.🎶🎙🎵
           
        • მეტი
        • V კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
        • V კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე

        • 03.12.2024 08:22
        • V კლასის მოსწავლეებმა, თემის სრულყოფის მიზნით ინდივიდუალურად იმუშავეს თემაზე ,,Funny facts about animals". 🐈🐕🐁🐉🐆
          📍პრეზენტაციის განმავლობაში მოსწავლეებმა მათ მიერ შერჩეულ ცხოველებზე მოიძიეს აქამდე უცნობი ინფორმაციები.
          📍თემის შესწავლისას გამოიყენეს საძიებო სისტემა- Google და თავად დაახარისხეს ინფორმაციები.
          📍პრეზენტაციები გაამრავაფეროვნეს ვიზუალური მასალით და კლასელებს წარუდგინეს.
           
        • მეტი
        • I კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
        • I კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე

        • 02.12.2024 12:46
        • I კლასის მოსწავლეებს უკვე შეუძლიათ, მცირე დიალოგების წარმართვა, საკუთარი თავის დახასიათება და გაცნობა.📚📝📖
          📍საგაკვეთილო თემის მიხედვით, მოსწავლეებმა განიხილეს თემა ,,How old are you?"🔢
          📍იმუშავეს პრაქტიკულ დავალებაზე და კლასელებს წარუდგინეს 🔝🎓📕
           
        • მეტი