სიახლეები

        • IV კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე
        • IV კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე

        • 16.12.2024 08:02
        • ✅IV კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე, სივრცითი წარმოდგენების განვითარების მიზნით, სხვადასხვა სივრცული ფიგურების მზა შლილებისგან შექმნეს მათი მოდელები.
          📌 მოახდინეს ნამუშევრების პრეზენტაცია - სივრცითი ფიგურების ელემენტებში ამოიცნეს ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები.
          📌გამოკვეთეს კავშირი სივრცით და ბრტყელ ფიგურებს შორის.
          📌მიზანი: სისტემაში მოიყვანონ გეომეტრიულ ფიგურებს შესახებ მიღებული ცოდნა, განიმტკიცონ შესაბამისი უნარ-ჩვევები.
        • მეტი
        • ინტეგრირებული გაკვეთილი

        • 16.12.2024 08:00
        • 🎓 II კლასი - ინტეგრირებული გაკვეთილი
          📚საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა - მათემატიკა
          🖇️ მოსწავლეებმა წაიკითხეს ზღაპარი ,,ოცეულა”, გამოთქვეს ვარაუდები, გაიაზრეს ტექსტი, ილუსტრაციები დააკავშირეს ეპიზოდებთან, უპასუხეს კითხვებს, განმარტეს ახალი სიტყვები, გამოავლინეს რიხვის მართლწერასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა.
          🌟მოსწავლეებმა დაასახელეს ათეულები ასის ფარგლებში და განმარტეს შემთხვევით შერჩეული რიცხვების ათეულებისა და ერთეულების თანრიგი.
          🌟შექმნეს ფერადი, ცოდნის განმტკიცებისთვის აუცილებელი რესურსი და განათავსეს საკლასო ოთახის კედელზე.
          📍ინტეგრირებული გაკვეთილი მოსწავლეებს ეხმარებათ სინთეზური აზროვნების განვითარებაში; საინტერესოსა და სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს; ამასთანავე, ამაღლებს მოტივაციას.
          👩‍🏫 გაკვეთილს ესწრებოდა დირექტორის მოადგილე ხარისხის მართვის მენეჯერი - ირმა ლორია, დაწყებითი კლასების კათედრის ხელმძღვანელი - ნათია ჯალაღონია, მათემატიკის პედაგოგი - ნანა ხაჩიძე.
           
        • მეტი
        • II კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
        • II კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე

        • 16.12.2024 07:56
        • 🎓 II კლასი
          ✒️ საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
          🖋️ თემა: ,,საახალწლო ლექსიკონი”
          🎇 მოსწავლეებმა, ტექსტის წაკითხვის შემდეგ, დაამზადეს საახალწლო ბარათები, მათზე კი ის სიტყვები დააწერეს, რომლებსაც საახალწლო ლექსიკონში შეიტანდნენ (ალილო, ჩურჩხელა, ჩიჩილაკი, მეკვლე, სიკეთე, ბედნიერება, სიხარული, სიყვარული).
          👆აღნიშნული მეთოდით, მოსწავლეებს გაუმდიდრდათ ლექსიკური მარაგი და მარტივად დაამახსოვრდათ ახალი სიტყვების განმარტებები.
           
        • მეტი
        • IV კლასის მოსწავლეები ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე
        • IV კლასის მოსწავლეები ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე

        • 16.12.2024 07:52
        • ✅ IV კლასის მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილზე შეისწავლეს ხერხემლიანი ცოცხალი ორგანიზმების საყრდენ მამოძრავებელი სისტემა, ჩონჩხი. 📍მოდელირებული ადამიანის ჩონჩხის საშუალებით მოსწავლეები გაეცნენ საყრდენ მამოძრავებელი სისტემის ძირითად შემადგენელ კომპონენტებს.
        • მეტი
        • V კლასის მოსწავლეები საგან ჩვენი საქართველოს გაკვეთილზე
        • V კლასის მოსწავლეები საგან ჩვენი საქართველოს გაკვეთილზე

        • 16.12.2024 07:40
        • ✅ V კლასის მოსწავლეები საგან ჩვენი საქართველოს გაკვეთილზე, გაეცნენ ქართლის ისტორიას და იქ არსებულ ციხე-სიმაგრეებს. 📎 შერჩეული ისტორიული ძეგლების შესახებ მოიძიეს დამატებითი ინფორმაცია, 🏰ისაუბრეს ციხე-სიმაგრეების გეოგრაფიულ მდებარეობაზე, 📜ისტორიულ მნიშვნელობაზე მხარის თავდაცვაში.
        • მეტი