სიახლეები

        • იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეული
        • იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეული

        • 13.11.2025 08:47
        • ✅ Სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე I, II და III კლასის მოსწავლეებმა, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ისაუბრეს მწერლის მოღვაწეობაზე. 📝შექმნეს ქართული მწერლობის მხატვრული ვერსია "კალიგრაფია" 🎨🖌️საკუთარი წარმოსახვით მოხატეს ანბანის ფერადოვანი ასოები..
        • მეტი
        • 24 ოქტომბერი გაეროს საერთაშორისო დღეა.
        • 24 ოქტომბერი გაეროს საერთაშორისო დღეა.

        • 13.11.2025 08:41
        • 24 ოქტომბერი გაეროს საერთაშორისო დღეა. 🌍
          აღნიშნულთან დაკავშირებით მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია შემდეგ თემებზე 👇
          🪖მშვიდობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
          🎓ადამიანის უფლებები.
          🤝ჰუმანიტარული დახმარება.
          ☘️მდგარადი განვითარების მიზნები.
          🤿გარემოს დაცვა და კლიმატური ცვლილებები.
          🏦ეკონომიკური და სოციალური თანამშრომლობა.
          👩‍⚖️საერთაშორისო სამართალი.
          ⛳️ ღონისძიებას ჰქონდა საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათი, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში გაეროს მნიშვნელობის გააზრება და გლობალური თემების პოპულარიზაცია.
           
        • მეტი
        •  ანბანის შემობრძანება I კლასში
        • ანბანის შემობრძანება I კლასში

        • 13.11.2025 08:38
        • 📣 ანბანის შემობრძანება I კლასში
          💥 ვზეიმობთ პირველი ასო-ბგერების სწავლასა და იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს.
          💫 პირველკლასელები შეხვედნენ ,,საქართველოს ახალგაზრდული აკადემიის” წევრებს და ჩაერთვნენ ანბანის პროგრამაში.
          ✍️ მოსწავლეებმა ასო-ბგერები მოხატეს ქვიშასა და ცვილზე; დაბეჭდეს საბეჭდ მანქანაზე; მოისმინეს იაკობის შესახებ საინტერესო ისტორიები; დაათვალიერეს მინიატურული წიგნები; გაიგეს უცნაური დამწერლობების შესახებ.
          🎉 მოსწავლეებმა მიიღეს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები.
           
        • მეტი
        • სადამრიგებლო საათი თემზე: ემოციური ინტელექტისა და სხეულის ენის განვითარება

        • 13.11.2025 08:31
        • 📣 თუ გინდათ, რომ გაკვეთილებს შორის, შესვენებაც ორგანიზებული და საინტერესო იყოს, გაიმეორეთ ის ,,ენერჯაიზერები”, რომელთაც III კლასის მოსწავლეები გიზიარებენ: 👇
          🏷️ ,,დიახ ან არა” - მასწავლებელი სვამს მარტივ კითხვებს, მოსწავლეები ,,დიახ” - ხელის აწევით, ,,არა” - ფეხზე წამოდგომით პასუხობენ.
          👉 მიზანი: მოძრაობა + ერთმანეთის უკეთ გაცნობა.
          🏷️ ,,სიმართლე თუ ტყუილი” - თითოეული მოსწავლე ჰყვება საკუთარ თავზე ამბავს, დანარჩენებმა უნდა გამოიცნონ, სიმართლეა თუ ტყუილი.
          👉 მიზანი: გუნდური ატმოსფეროსა და ურთიერთგაგების ამაღლება.
          🏷️ ,,დაიჭირე ემოცია” - მასწავლებელი ამბობს ემოციას, რომელიც მოსწავლეებმა სხეულის მოძრაობით უნდა გამოხატონ.
          👉 მიზანი: ემოციური ინტელექტისა და სხეულის ენის განვითარება.
           
        • მეტი