VI კლასის მოსწავლეები ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე
- 16.12.2024 08:23
VI კლასის მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილზე შეასრულეს ლაბორატორიული სამუშაო ნივთიერებათა ფიზიკური და ქიმიური თვისებების შესახებ.
ფიზიკური თვისებები შეისწავლეს
წყლის 3 აგრეგატული მდგომარეობის მიხედვით.
ნივთიერებათა ქიმიური თვისებები დაადგინეს ცდით.
საჭირო რესურსი იყო:ბუშტები,საკვები სოდა,ძმარი და სინჯარები.
- მეტი
I კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე
- 16.12.2024 08:04
I კლასის მოსწავლეებს უკვე შეუძლიათ 10 ლარის ღირებულების საგნების შეძენა ეროვნული ფულის ნიშნებით.
მათ, 1- ლარიანი, 2- ლარიანი მონეტებითა და 5- ლარიანი ბანკნოტით, წარმოადგინეს რიცხვი 10-ის შემადგენლობა.
მოცემული დავალება ჯგუფებში შეასრულეს.
აქტივობის მიზანი :
10-ის შემადგენლობის გააზრება;
მოსწავლეთა შორის თანამშრომლობისა და სოციალიზაციის უნარის განვითარება;
მოსწავლეთა შორის თანაგრძნობის და სხვისი აზრის გათვალისწინების უნარის განვითარება.
- მეტი
IV კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე
- 16.12.2024 08:02
IV კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე, სივრცითი წარმოდგენების განვითარების მიზნით, სხვადასხვა სივრცული ფიგურების მზა შლილებისგან შექმნეს მათი მოდელები.
მოახდინეს ნამუშევრების პრეზენტაცია - სივრცითი ფიგურების ელემენტებში ამოიცნეს ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები.
გამოკვეთეს კავშირი სივრცით და ბრტყელ ფიგურებს შორის.
მიზანი: სისტემაში მოიყვანონ გეომეტრიულ ფიგურებს შესახებ მიღებული ცოდნა, განიმტკიცონ შესაბამისი უნარ-ჩვევები.
- მეტი
ინტეგრირებული გაკვეთილი
- 16.12.2024 08:00
II კლასი - ინტეგრირებული გაკვეთილი
საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა - მათემატიკა
მოსწავლეებმა წაიკითხეს ზღაპარი ,,ოცეულა”, გამოთქვეს ვარაუდები, გაიაზრეს ტექსტი, ილუსტრაციები დააკავშირეს ეპიზოდებთან, უპასუხეს კითხვებს, განმარტეს ახალი სიტყვები, გამოავლინეს რიხვის მართლწერასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა.
მოსწავლეებმა დაასახელეს ათეულები ასის ფარგლებში და განმარტეს შემთხვევით შერჩეული რიცხვების ათეულებისა და ერთეულების თანრიგი.
შექმნეს ფერადი, ცოდნის განმტკიცებისთვის აუცილებელი რესურსი და განათავსეს საკლასო ოთახის კედელზე.
ინტეგრირებული გაკვეთილი მოსწავლეებს ეხმარებათ სინთეზური აზროვნების განვითარებაში; საინტერესოსა და სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს; ამასთანავე, ამაღლებს მოტივაციას.
გაკვეთილს ესწრებოდა დირექტორის მოადგილე ხარისხის მართვის მენეჯერი - ირმა ლორია, დაწყებითი კლასების კათედრის ხელმძღვანელი - ნათია ჯალაღონია, მათემატიკის პედაგოგი - ნანა ხაჩიძე.
- მეტი
II კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 16.12.2024 07:56
II კლასი
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
თემა: ,,საახალწლო ლექსიკონი”
მოსწავლეებმა, ტექსტის წაკითხვის შემდეგ, დაამზადეს საახალწლო ბარათები, მათზე კი ის სიტყვები დააწერეს, რომლებსაც საახალწლო ლექსიკონში შეიტანდნენ (ალილო, ჩურჩხელა, ჩიჩილაკი, მეკვლე, სიკეთე, ბედნიერება, სიხარული, სიყვარული).
აღნიშნული მეთოდით, მოსწავლეებს გაუმდიდრდათ ლექსიკური მარაგი და მარტივად დაამახსოვრდათ ახალი სიტყვების განმარტებები.
- მეტი