სტუმრად მოზარდმაყურებელთა თეატრში
- 23.02.2024 10:31
II-III კლასების მოსწავლეები სტუმრობდნენ მოზარდმაყურებელთა თეატრს.
ნახეს სპექტაკლი "ალადინი".
სპექტაკლი მრავალფეროვანი კოსტუმებით, სცენებით და მუსიკალური გაფორმებით იყო გამორჩეული და საკმაოდ საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის
- მეტი
III კლასის მოსწავლეები საგან "მე და საზოგადოების" გაკვეთილზე
- 23.02.2024 10:28
ჩვენმა მოსწავლეებმა იციან რომ ბავშვი, რომელიც დღის რეჟიმს იცავს უფრო იოლად ასრულებს სასკოლო დავალებას, დასვენებასაც ასწრებს და არც იღლება
მე და საზოგადოების გაკვეთილზე IIIკლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს ცხოვრების ჯანსაღ წესზე, წარმოადგინეს და ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი დღის რეჟიმის პრეზენტაციები
- მეტი
VII და IX კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე
- 09.02.2024 11:24
სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და წარმართვაში აქცენტი კეთდება სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებზე.
ფიზიკის გაკვეთილზე, მოვლენის კომპლექსურ აღქმაში VII და IX კლასის მოსწავლეები ერთმანეთს დაეხმარნენ.
მათ ერთად იმსჯელეს ტოლქმედ ძალაზე და ნიუტონის პირველ კანონზე,
განიხილეს ანიმაციები, დაინახეს რომ ათვლის ინერციულ სისტემებში სხეული უძრავია ან მოძრაობს უცვლელი სიჩქარით, ვიდრე მასზე რაიმე გაუწონასწორებელი ძალა არ იმოქმედებს.
- მეტი
I კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
- 09.02.2024 07:35
I კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე, შეისწავლეს ცხოველები, მათი სახელები და საცხოვრებელი გარემო.
ცხოველები გააფერადეს, გამოჭრეს და შექმნეს ბარათები.
თემის უკეთ აღსაქმელად, ცხოველების დასახელებები ანბანის ასოებს შეუსაბამეს.
- მეტი
VIII კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე
- 08.02.2024 12:35
ჩვენი სკოლის პედაგოგების საქმიანობის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეების თვითრეალიზებას, განათლების დონის ამაღლებას, კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, შემოქმედებით აზროვნებას, შემეცნებით საქმიანობას.
შემოქმედებით მასწავლებელს უწევს სასწავლო პროცესში მრავალფეროვანი მეთოდების შემუშავება, შექმნა და გამოყენება, რაშიც გვეხმარება https://phet.colorado.edu/ ლაბორატორია,
VIII კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის გაკვეთილზე შეასრულეს სხვადასხვა დავალებები მომენტების წესზე და მექანიკის ოქროს წესზე;
- მეტი