III კლასის მოსწავლეები ქართული ენის და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 31.01.2024 14:09
III კლასი
,,განწყობის დღიური”
არაჩვეულებრივი საშუალებაა, გავიგოთ ჩვენი მოსწავლეების განწყობა და ხასიათი კონკრეტულ დღესა თუ პერიოდში.
აღნიშნული ბარათები ჩვენი მოსწავლეების უსაფრთხო კუნძულებივითაა, სადაც თავს დაცულად გრძნობენ, უფრო მეტად გვენდობიან და ჩვენც, მასწავლებლებს, უკეთ შეგვიძლია მათი გაცნობაც.
ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მესამეკლასელებმა, განწყობის ბართების დახმარებით, თავიანთი დღის განწყობა და ფიქრები გაგვიზიარეს (რა აღიმებთ ხოლმე, ვისი/რისი მადლიერები არიან).
გვახსოვდეს, მოსწავლეების მენტალურ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია.
- მეტი
IV კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
- 31.01.2024 08:54
IV კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე ისაუბრეს ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო ოჯახის შესახებ.
დამოუკიდებლად მოიძიეს საინტერესო ფაქტები და ინფორმაციები დედოფლის-ელისაბედ II -ის შესახებ
ისაუბრეს სამეფო ოჯახის წარმოშობაზე, სამეფო წესებსა და კანონებზე, თუ როგორ და რა გზით გადაეცემათ ტიტული თაობიდან თაობას.
- მეტი
I კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 30.01.2024 10:50
I კლასი
ილუსტრირებული ანბანი
ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე პირველკლასელებმა ახლადშესწავლილი ასოების (,,კ” და ,,ლ”) უკეთ დამახსოვრების მიზნით, გამოიყენეს ილუსტრირებული ანბანის პოსტერი.
მოსწავლეებმა მოიფიქრეს სიტყვები, რომლებიც ზემოთ აღნიშნული ასოებით იწყება; იმავე სიტყვების გამოყენებით შეადგინეს წინადადებები; შექმნეს ილუსტრაციები/ნახატები.
- მეტი
I კლასის მოსწავლეები სახალისო მათემატიკის გაკვეთილზე
- 30.01.2024 10:46
I კლასი
სახალისო მათემატიკის გაკვეთილზე მოსწავლეებმა რიცხვების შესაბამისი ფერებით, გააფერადეს კანფეტები, დაითვალეს და ჩაწერეს მათი რაოდენობა.
აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო, მოსწავლეებს გამოეცნოთ რიცხვების შესაბამისობა რაოდენობასთან და ჩაეწერათ.
- მეტი
XI კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე
- 26.01.2024 11:48
XI კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე კომპიუტერული ტექნოლოგიების desmos.com პროგრამის საშუალებით ააგეს ტრიგონომეტრიული ფუნქციის გრაფიკები, თვალსჩინოება არც ამ ასაკში კარგავს თავის უდიდეს მნიშვნელობას.
მათ შეძლეს გრაფიკულად გადმოცემული მათემატიკური შინაარსის ინფორმაციის წაკითხვა;
დაადგინეს ტრიგონომეტრიული ფუნქციების განსაზღვრის არე და მნიშვნელობათა სიმრავლე, ფუნქციის ზრდადობა/კლებადობა, ნიშანმუდმივობის შუალედები, ნულები, მოცემულ ინტერვალზე მაქსიმუმის/მინიმუმის წერტილები და შესაბამისი მნიშვნელობები.
- მეტი