IX კლასის მოსწავლეების კომპლექსური დავალება ფიზიკაში
- 08.02.2024 12:32
IX კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის გაკვეთილზე წარმოადგინეს კომპლექსური დავალება „ტრამპლინი“.
მოსწავლეებმა შექმნეს დახრილი სიბრტყის მოდელი, მოიფიქრეს როგორ შეიძლება განისაზღვროს მოძრაობის მახასიათებელი პარამეტრები, ჩაატარეს ექსპერიმენტი,
იმსჯელეს რაზეა დამოკიდებული დახრილ სიბრტყეზე მოძრაობისას აჩქარება და როგორ არის დამოკიდებული ფრენის სიშორე ტრამპლინიდან მოწყვეტის სიჩქარეზე. პედაგოგი: ირმა ლორია
- მეტი
II კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 05.02.2024 09:39
II კლასი
გამოგიყენებიათ მოსწავლეებთან თვითშეფასების ბარათები?
მოსწავლეებს, ზოგჯერ, ზედმეტად მაღალი ან დაბალი თვითშეფასება აქვთ.
ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბების ერთ-ერთი მეთოდი თვითრეფლექსიის ბარათების შევსებაა.
ჩვენი, მასწავლებლების, როლი სწორი შეკითხვების მოფიქრებაა, რომელიც მათ პასუხებამდე მიიყვანს.
რაც უფრო ადრეულ ასაკში ჩამოუყალიბდება მოსწავლეს საკუთარი ქცევის შეფასებისა და ანალიზის უნარი, ცხადია, ეს დადებითად აისახება როგორც მისი ქცევის, ასევე, აკადემიური უნარების გაუმჯობესებაზე.
მეორეკლასელებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე გამოიყენეს თვითშეფასების ბარათები (ვარსკვლავების საშუალებით შეაფასეს, რამდენად მისაღები იყო თავიანთი ქცევა საგაკვეთილო პროცესში და რას ურჩევდენ საკუთარ თავებს).
აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა.
ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ჩვენი შედეგების გაუმჯობესება.
- მეტი
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე
- 05.02.2024 09:38
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე
სკოლა ,,ერუდიტში” წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა თავიანთი საყვარელი წიგნებიდან ერთმანეთს გაუზიარეს ყველაზე საინტერესო მონაკვეთები, ისაუბრეს წიგნის მნიშვნელობაზე და დაასაბუთეს, თუ რატომ არის საინტერესო ესა თუ ის წიგნი.
აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში წიგნის კითხვის სიყვარულის გაღვივება და მის მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილება.
მოსწავლეებმა წვლილი შეიტანეს წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში.
პედაგოგები: მარიამ კოტრიკაძე და რიტა ჩაკვეტაძე.
#ჩვენერთადვკითხულობთ
#კითხვაგადამდებია
#წიგნიცხოვრებასგვიადვილებს
#იკითხეხმამაღლა
#შეცვალემსოფლიო- მეტი
II კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 05.02.2024 09:36
II კლასი
მეორეკლასელები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე გაეცნენ დონალდ ბისეტის მოთხრობას ,,შშშშ!…”
მოთხრობის დამუშავების შემდგომ, მოსწავლეებმა ისწავლეს, თუ როგორ იწერება წერილობითი ცნობა - განცხადება.
წარმოიდგინეს, რომ დაეკარგათ საყვარელი ნივთები და აი, ასე, განცხადების სახით მიაწოდეს ინფორმაცია საზოგადოებას.
- მეტი
„თანამედროვე მეცნიერება არ ეწინააღმდეგება რწმენას“ - ჟორჟ ლემეტრი.
- 01.02.2024 08:29
ვინ ვართ? საიდან მოვდივართ? ან საით მივდივართ? ეს ის კითხვებია რომელიც აწუხებთ და აინტერესებთ ჩვენს მოსწავლეებს. ვინ თუ არა ჩვენ?! ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი ამ კითხვებს და თან დასაბუთებული და არგუმენტირებული.
სამყაროს შექმნასთან დაკავშირებით სამი მოსაზრებაა გავრცელებული: მითოლოგიური, რელიგიური და მეცნიერული.
სამივე განსხვავებული და ურთიერთსაპირისპირო.
„თანამედროვე მეცნიერება არ ეწინააღმდეგება რწმენას“ - ჟორჟ ლემეტრი.
1. დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაი და ქვეყანაი .. (ისტორიის პედაგოგი: ი. ქეთელაური)
2. სამყაროს წარმოქმნის ისტორიული მოდელი (ფიზიკა/მათემატიკოსი: ი. ლორია)
3. მითოლოგია სამყაროს წარმოშობის შესახებ (ისტორიის პედაგოგი: ი. ქეთელაური)
ამ თემას გამოეხმაურნენ სკოლის პედაგოგები, რომელებმაც დაინტერესებული მოსწავლეებისთვის ჩაატარეს სალექციო კურსი, რომელშიც მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა.ისტორიის პედაგოგმა
ი.ქეთელაურმა ისაუბრა ისტორიული და მითოლოგიური კუთხით, ხოლო 9-კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის
პედაგოგ ი.ლორიასთან ერთად ყურადღება გაამახვილეს სამყაროს წარმოშობის და განვითარების მეცნიერულ თეორიებზე.
მათ მოიძიეს საჭირო ინფორმაცია, დაახარისხეს და წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით.
დღეს ბევრად მეტი ინფორმაცი გვაქვს და რაც მთავარია აღმოჩენილია მთავარი ინსტრუმენტი--ექსპერიმენტი. ექსპერიმენტი პროგრესის მთავარი ფორმულაა,ამიტომ მოსწავლეებმა განიხილეს-ც ე რ ნ ი ს ლაბორატორიის დანიშნულება და ამ ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევები და ექსპერიმენტები,იმსჯელეს თუ,რაოდენ მნიშვნელოვანია ახალი აღმოჩენები დღევანელი სამყაროსთვის.
ყოველივე ეს სასწავლო პროცესს ხდის მრავალფეროვანს და საინტერესოს.
- მეტი