სტუმრად მოზარდმაყურებელთა თეატრში
- 23.02.2024 10:54
მეოთხე და მეხუთე კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ მოზარდმაყურებელთა თეატრს.
მოსწავლეებმა ნახეს სპექტაკლი "წითელკანიანთა ბელადი"
გასვლითი ღონისძიება სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა.
- მეტი
თქვენ თუ გახსოვთ, ბავშვობის სურვილები მომავალ პროფესიაზე?
- 23.02.2024 10:52
- დაგვერწმუნებით, რომ პროფესიის შერჩევა ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილებაა.
ინგლისური ენის გაკვეთილზე, III-IV-V კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს პროფესიებზე, მათ მნიშვნელობაზე და არჩევანის უფლებაზე.
წარადგინეს პრეზენტაციები და გაუზიარეს მეგობრებს.
თქვენ თუ გახსოვთ, ბავშვობის სურვილები მომავალ პროფესიაზე?
- მეტი
მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას ბუნებრივ კატასტროფებზე
- 23.02.2024 10:48
სკოლა „ერუდიტის“ დირექციის ინიციატივით სკოლას ესტუმრა, გეოფიზიკის ინსტიტუტის სეისმოლოგიის, სეისმური საშიშროებისა და ბუნებრივი კატასტროფების რისკის სექტორის ხელმძღვანელი, გეოდეზიისა და გეოფიზიკის საერთაშორისო გაერთიანების ეროვნული კომიტეტის მდივანი, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ქალბატონი ნინო წერეთელი.
შეხვედრაზე სტუმარმა ისაუბრა მიწისძვრებების გამომწვევ მიზეზებზე:
თუ რატომ ირყევა მიწა მიწისძვრისას და როგორ აღრიცხავენ მიწისძვრებს. როგორ ზომავენ მეცნიერები მის სიძლიერეს და შესაძლებელია თუ არა წინასწარ პროგნოზირება.
შეხვედრის მიზანი იყო საკითხით დაინტერესებულ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იმ 12 სახის ბუნებრივ კატასტროფებზე, რომელიც არსებობს სამყაროში.
- მეტი
სტუმრად მოზარდმაყურებელთა თეატრში
- 23.02.2024 10:38
ჩვენი პირველკლასელების გასვლითი ღონისძიება მოზარდმაყურებელთა თეატრში.
მოსწავლეებმა ნახეს სპექტაკლი ,,წითელქუდა”.
პედაგოგები: მარიამ კოტრიკაძე და რიტა ჩაკვეტაძე.
- მეტი
X კლასის მოსწავლეები საგან მოქალაქეობის გაკვეთილზე
- 23.02.2024 10:36
დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამინის უფლებათა შესახებ სწავლებაში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ რისი კეთების უნარს უნდა ფლობდნენ მოსწავლეები.
საგანი მოქალაქეობის სწავლება მათ ეხმარება ჩამოყალიბდნენ ახალგაზრდა მოქალაქეებად, რომლებსაც აქვთ ცოდნა იმის შესახებ თუ რას წარმოადგენს ადამიანის უფლებები და ის პირობები რომლებზეც ამ უფლებების დაცვაა დამოკიდებული; როგორი უნდა იყოს აქტიური მოქალაქე, მისი ჩართულობა სახელმწიფოს განვითარების პროცესში და სხვა.
განსაკუთრებულად საინტერესოა ჩვენი მოსწავლეების აქტიურობა საგაკვეთილო, სასკოლო ცხოვრებაში. მათი შემოქმედებითი ნამუშევრების, პრეზენტაციების, კვლევების, დებატების, დისკუსიების და სხვ. გაცნობა.
#მოქალაქეობა
#ადამიანისუფლებები
#Democracy #HumanRightsEducation- მეტი