IX კლასის მოსწავლეები ბიოლოგიის გაკვეთილზე
- 20.05.2025 12:26
IX კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის გაკვეთილზე წარმოადგინეს პროექტი თემაზე: თავის ტვინის დამაზიანებელი ქიმიური ნივთიერებები.
სხვადასხვა ფაქტორთა ზემოქმედებით ეს ნივთიერებები , დამაზიანებელ გავლენას ახდენს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე. 
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ალკოჰოლის, ნიკოტინის, ნარკოტიკის დამაზიანებელი ზემოქმედება ორგანოების ,ორგანოთა სისტემების და მთლიანად ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესებზე.
აგრეთვე მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში იმსჯელეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დადებით გავლენაზე და მათ პოპულარიზაციაზე მოზარდებში.- მეტი
IV კლასის მოსწავლეები საგან მე და საზოგადოების გაკვეთილზე
- 19.05.2025 11:21
- IV კლასის მოსწავლეებმა საგან მე და საზოგადოების გაკვეთილზე წარმოადგინეს პრეზენტაცია “საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა”





იმსჯელეს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობაზე, მის უნიკალურობასა და შენარჩუნების მნიშვნელობაზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, იუნესკოს როლს ამ პროცესში და იმ ქართულ ძეგლებს, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
მოსწავლეები გაეცნენ ერთ-ერთ უდიდეს ქართველ მამულიშვილს ექვთიმე თაყაიშვილს;
საინტერესოდ ისაუბრეს მის ღვაწლზე.
საქართველოს განძის თავდადებულმა მცველმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა ქართული კულტურის დაცვასა და სამშობლოში დაბრუნებას.


- მეტი
სადამრიგებლო საათი თემაზე: პერსონალური რუკა
- 19.05.2025 11:16
- III კლასის მოსწავლეებმა სადამრიგებლო საათზე შეადგინეს პერსონალური რუკა და უპასუხეს კითხვებს:

რა გამოგდის ყველაზე კარგად?
რაში გჭირდება სხვისი დახმარება?
რაში შეგიძლია დაეხმარო თანაკლასელებს?
ვისთან ერთად ისურვებდი წყვილში მუშაობას?
მოცემულ კითხვებზე პასუხები გვეხმარება სწორად შევაფასოთ ჩვენი სოციალური უნარები, საჭიროებები და შესაძლებლობები, შემდეგ ვიმუშაოთ მათ გაუმჯობესებაზე.
- მეტი
IV კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში
- 19.05.2025 11:14
IV კლასი - მუსიკა ჩვენს ცხოვრებაში
მოსწავლეებმა შეისწავლეს ნოდარ დუმბაძის მოთხრობა ,,ისევ ვიოლინო…”; მოიძიეს ინფორმაცია ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების შესახებ და წარმოადგინეს პრეზენტაციები.
მოისმინეს ბეთჰოვენის ,,ზაზუნა” და ,,მე-9 სიმფონია”; ჯანსუღ კახიძის ,,საზამთრო”; გია ყანჩელის ,,ყვითელი ფოთლები”.
ისაუბრეს მუსიკის როლზე, საყვარელ მუსიკოსებსა და სიმღერებზე.
- მეტი
I კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
- 19.05.2025 11:12
- I კლასის მოსწავლეები უკვე კითხულობენ.
CVC WORD COLOURING კი,მათი ერთ-ერთი ყველაზე სახალისო და საყვარელი აქტივობაა




მოცემული აქტივობა საშუალებას აძლევს მოსწავლეებს შეისწავლონ უცხო ენაზე კითხვის წესები.
გაიმეორონ და შეაჯამონ შესწავლილი სიტყვები.
დამაცვლონ და ვიზუალურად/შინაარსობრივად დაიმახსოვრონ სიტყვები.
- მეტი