VI კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე
- 27.01.2025 10:59
- VI კლასის მოსწავლეებმა შესწავლილი თემა "ათწილადები" - აქტივობის შესრულებით შეაჯამეს.
მათ დაევალათ V და VI კლასების ორდღიან ლაშქრობაში წასვლის ორგანიზება. შექმნეს სამი ჯგუფი.
I ჯგუფი: " გურმანები" - კერძების ნუსხიდან აირჩიეს ლაშქრობისთვის რეკომინდებული საკვები
II ჯგუფი: "ექიმები" - მედიკამენტების ნუსხიდან აირჩიეს საჭირო მედიკამენტები და პირველადი დახმარების საგნები
III ჯგუფი: "მენეჯერები" - ლაშქრობისთვის განკუთვნილი საგნების ჩამონათვალიდან ტურისტები აღჭურვეს საჭირო რაოდენობის ინვენტარით
თითოეულმა ჯგუფმა დათვალა ხარჯები და პრეზენტაციის შემდეგ დათვალეს საერთო ხარჯიც.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ მიღებული ცოდნის განმტკიცება და მისი გამოყენება საყოფაცხოვრებო ტიპის ამოცანებში.
- მეტი
II კლასის მოსწავლეები მუსიკის გაკვეთილზე
- 27.01.2025 10:35
- II კლასის მოსწავლეებმა მუსიკის გაკვეთილზე ნახეს ნაწყვეტი- ,,მაკნატუნა". ₊˚✧💂🏻🩰
.ೃ࿔*:・
ისაუბრეს მუსიკის მნიშვნელობაზე და კომპოზიტორის ბიოგრაფიაზე.
გამოჭრეს და ააწყვეს ფიგურები.
𝄞
- მეტი
I კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
- 27.01.2025 10:07
I კლასის მოსწავლეები მაგიური ძალებით და სიმღერებით შეისწავლიან ანბანს.
♫⋆。♪ ₊˚♬ ゚. ,,Alphabet soup" ეხმარება მათ, სიმღერით და ხალისით გამოიმუშაონ უცხო ენის შესწავლისთვის საჭირო უნარები.
- მეტი
სტუმრად მოზარდმაყურებელთა თეატრში
- 27.01.2025 07:20
II კლასის სტუმრობა მოზარდმაყურებელთა თეატრში
მოსწავლეებმა ნახეს მიუზიკლი ,,ურჩხული და ლამაზმანი”.
გასვლითი ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეების დაახლოება თეატრალურ ხელოვნებასთან, სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება და ნათელი შთაბეჭდილებებით ავსება.
- მეტი
სტუმრად მოზარდმაყურებელთა თეატრში
- 24.01.2025 13:09
პირველი კლასის მოსწავლეები დაესწრნენ ჯადოსნურ მიუზიკლს “ურჩხული და ლამაზმანი”.
მრავალფეროვანი მუსიკითა და ვიზუალური ეფექტებით გაფორმებულმა სპექტაკლმა მოსწავლეებში აღფრთოვანება გამოიწვია.
ბავშვებმა მხიარული ფოტოსესიაც მოაწყვეს “არტოს ბაღში”.
სკოლაში დაბრუნებულებმა გააზიარეს ემოციები და შთაბეჭდილებები. იმსჯელეს რა მოეწონათ და დაამახსოვრდათ ყველაზე მეტად.
- მეტი