ბოლო ზარი 2025🛎️🛎️
- 28.05.2025 13:58
- ბოლო ზარი 2025 🛎️🛎️🎉🎉
- მეტი
I კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 28.05.2025 12:39
- მოსწავლეებმა წაიკითხეს მინი მოთხრობების კრებული “ოთხი სურვილი”.
სათითაოდ განიხილეს წელიწადის
დროების თავისებურებები და მათი თვეები.







შექმნეს ნამუშევრები “ ჩემი საყვარელი წელიწადის დრო და მისი თვეები”
- მეტი
I კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
- 28.05.2025 12:38
I კლასის მოსწავლეები ანბანის დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად შეისწავლიან და
კითხულობენ CVC მოთხრობებს.
თარგმნიან, იაზრებენ საგაკვეთილო მასალას.
ასრულებენ Reading comprehension ტიპის დავალებებს.
უცხო ენის შესწავლისას, მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა შეძლონ წაკითხული ტექსტის გაგება, სიტყვების აზრობრივად დალაგება.
მოცემული ტიპის დავალებები კი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს შეაჯამონ მიღებული ცოდნა.
- მეტი
IX კლასის მოსწავლეები ქიმიის გაკვეთილზე
- 28.05.2025 12:36
IX კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს ორგანული ქიმიის საწყისები.

მათ უკვე შეუძლიათ იმსჯელონ ორგანულ ნაერთთა კლასებზე, მათ აღნაგობაზე, ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებზე, ბუნებრივ წყაროებზე - ნავთობზე და ბუნებრივ აირზე.
მოსწავლეებმა უკვე იციან რა მასშტაბის მნიშვნელობა აქვს მსოფლიო ეკონომიკაში და ენერგეტიკაში ნავთობს და ნავთობ პროდუქტებს.
ასევე განიხილეს ნავთობპროდუქტებით გარემოს დაბინძურებით გამოწვეული გლობალური პრობლემები.
გამართეს დისკუსია ამ პრობლემების თავიდან აცილების გზებზე და ღონისძიებებზე.
- მეტი
XI კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ბიოლოგიაში
- 20.05.2025 12:37
XI კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის გაკვეთილზე წარმოადგინეს
პროექტი თემაზე: ბიოტექნოლოგია, გენური ინჟინერია, გენმოდიფიცირებული ბაქტერიები, გენმოდიფიცირებული მცენარეები და მათი მიღების მიზანები.
გენური თერაპია, როგორც მკურნალობის მეთოდი.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემდეგი თემები და საკითხები:
გენური ინჟინერია. გენმოდიფიცირებული საკვები.
რა არი გენური ინჟინერია? რექსტრიქტაზები.
ბიოტექნოლოგიის მიმართულებები.
გენური თერაპია დაავადებები :
კისტოზური ფიბროზი .
თანდაყოლილი უსინათლობის მკურნალობა.
პარკინსონი.
ალცაიმერი.
მათი მკურნალობა გენმოდიფიცირებული რეტროვირუსის ინექციით თავის ტვინში.
ცხოველთა კლონირება (დოლის ცხვარი).
გენმოდიფიცირებული მცენარეები.
- მეტი