სიახლეები

        • II კლასის მოსწავლეები ქართული ენის და ლიტერატურის გაკვეთილზე

        • 19.12.2024 11:18
        • 🎓II კლასი
          📚 ქართული ენა და ლიტერატურა
          🗣️ შესწავლილი ტექსტების გამოკითხვის პროცესი საინტერესო და მრავალმხრივად სარგებლიანი რომ იყოს, მოსწავლეებს ვსთავაზობთ შემდეგ მეთოდებს: 👇
          * მოყოლა I პირში;
          * წამზომი;
          * მოყოლა III პირში;
          * ,,ცხელი სკამი”;
          * პერსონაჟის აღწერა უხმოდ.
          🖇️ აღნიშნულმა აქტივობამ მოსწავლეების მოწონება დაიმსახურა, რომელიც ცერა თითის მეთოდით შეაფასეს.
           
        • მეტი
        • VII კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე
        • VII კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე

        • 18.12.2024 09:48
        • ✅VII კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის გაკვეთილზე წარმოადგინეს რეფერატის პრეზენტაცია „სიჩქარისთვის ბრძოლა“.
          📜მოსწავლეებმა გაინაწილეს კატეგორიები: ავტოტრანსპორტი, საჰაერო ტრანსპორტი, სარკინიგზო ტრანსპორტი, საზღვაო ტრანსპორტი.
          📍 მოიძიეს ინფორმაცია ტრანსპორტის განვითარების შესახებ;
          📌დაალაგეს ინფორმაცია სიჩქარის ზრდის მიხედვით, დაურთეს სვეტოვანი დიაგრამები და რეფერატი წარმოადგინეს კლასის წინაშე.
           
        • მეტი
        • VIII კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე
        • VIII კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე

        • 18.12.2024 09:41
        • ✅VIII კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის გაკვეთილზე წარმოადგინა კომპლექსური დავალება თემაზე: „ რატომაა მნიშვნელოვანი სხეულთა წონასწორობის პირობების ცოდნა“.
          📜მოსწავლეებმა თეორიული ცოდნა წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით, შეასრულეს პრაქტიკული დავალება“სხეულის წონასწორობის მდგრადობის პირობების დადგენა“ და შექმნეს საკუთარი კონსტრუქციები.
          📌საბოლოოდ გააკეთეს დასკვნა: სხეულის მდგრადი წონასწორობა მიიღწევა, თუ მათზე მოქმედი ძალების ტოლქმედი ნულია, რაც უფრო დიდია საყრდენი ფართობი და რაც უფრო დაბლაა სხეულის სიმძიმის ცენტრი.
           
        • მეტი
        • სტუმრად მოზარდმაყურებელთა თეატრში
        • სტუმრად მოზარდმაყურებელთა თეატრში

        • 17.12.2024 13:02
        • III -IV კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ მოზარდმაყურებელთა თეატრს და ნახეს სპექტაკლი ,,საშობაო ზღაპარი".🎄🎁🎆
          საახალწლო განწყობამ ნამდვილად დაისადგურა მოსწავლეთა გულებში და გაუასმაგა მათ სადღესასწაულო მოლოდინი. 🌟🍬 🎀
           
        • მეტი
        • კონკურსი "Spelling Bee"
        • კონკურსი "Spelling Bee"

        • 17.12.2024 11:56
        • III კლასის მოსწავლეებს უკვე აქვთ შარშანდელი წლის გამოცდილება და მეტად თავდაჯერებულად, რთული სიტყვებით შეეჭიდნენ გამოწვევებს დამაცვლის კონკურსში - "Spelling Bee"🐝🌟
          🐝კონკურსი 3 ეტაპად წარიმართა.
          მოსწავლეებმა თითოეულ რაუნდში თავი ამაყად და დამაჯერებლად წარადგინეს.
          🐝მონაწილეებს გადაეცათ პერსონალური სერთიფიკატები და სიმბოლური პრიზები.
           
        • მეტი