სიახლეები

        • წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული
        • წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული

        • 11.02.2026 11:35
        • 🌟ერუდიტში საჯაროდ კითხვის კვირეულმა წარმატებით ჩაიარა.
          🌟ეს არის გარემო, სადაც კითხვა სასიამოვნო, შემეცნებითი და სახალისო პროცესია.
          🌟 და გახსოვდეთ , ერთი წიგნი შეიძლება იყოს ნაბიჯი, რომელმაც მთელი გზა შეცვალოს.
        • მეტი
        • მწვანე ბარათების სისტემა
        • მწვანე ბარათების სისტემა

        • 11.02.2026 11:26
        • ❓ მასწავლებლობო, თქვენი გამოცდილებით, კლასის მართვის რომელი სისტემაა ყველაზე ეფექტური❓
          📗 გვსურს, გაგიზიაროთ კლასის მართვის პოზიტიური ინსტრუმენტი, - ,,მწვანე ბარათების სისტემა”, რომელიც 26 იანვრიდან დაინერგა სკოლა ,,ერუდიტის” III კლასში.
          აღნიშნული მოიცავს ორ ძირითად იდეას:
          ✔️ დისციპლინის საკითხების შემცირებას;
          ✔️ პოზიტიური სასწავლო გარემოს წახალისებას.
          🟩 მწვანე ბარათზე ასახულია პუნქტები, რომლის შესრულების შედეგადაც მოსწავლე კვირის ბოლოს იღებს ბარათს.
          📅 ბარათების დარიგების დღედ ავირჩიეთ პარასკევი.
          🎁 მნიშვნელოვანი ნაწილი ბარათების რაოდენობაა, - თუ მოსწავლე დააგროვებს ათ მწვანე ბარათს, მას გადაეცემა ჯილდო.
          🎁 ჯილდო იქნება მოსწავლის ინტერესებზე მორგებული, სიმბოლური ნივთი.
          ⚠️ იმ შემთხვევაში, თუ კი მოსწავლე გაკვეთილებზე რომელიმე პუნქტს დაარღვევს, მიიღებს ყვითელ ბარათს.
          ✅ აღსანიშნავია, რომ მწვანე ბარათების სისტემაზე ჩატარებულია კვლევა, რომელიც მის ეფექტიანობას ხაზს უსვამს.
          💚 გვინდა სიხარულით აღვნიშნოთ, რომ მოსწავლეები სისტემაში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ, - ითვლიდნენ დღეებს პარასკევამდე, მონდომებით იცავდნენ ბარათებზე მითითებულ წესებს, ერთმანეთს ამხნევებდნენ და ეხმარებოდნენ.
          🤗 პირველ კვირაში მწვანე ბარათი დამსახურებულად მიიღო ყველა მესამეკლასელმა.
           
        • მეტი
        • სკოლა “ერუდიტი” აცხადებს პირველკლასელთა მიღებას 2026-2027 სასწავლო წლისთვის.
        • სკოლა “ერუდიტი” აცხადებს პირველკლასელთა მიღებას 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

        • 04.02.2026 14:08
        • 🏫სკოლა “ერუდიტი” აცხადებს პირველკლასელთა მიღებას 2026-2027 სასწავლო წლისთვის.
          ჩვენი სკოლა გთავაზობთ:
          📚გაძლიერებულ სწავლებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში,მათემატიკასა და ინგლისურში. 📖მეორე უცხო ენა(რუსული) ისწავლება მეორე კლასიდან. 📕მესამე უცხო ენა(გერმანული) მეხუთე კლასიდან.
          🛡️ უსაფრთხო გარემო – სადაც თითოეული მოსწავლე დაცულად და მშვიდად იგრძნობს თავს.
          🎓 სწავლაზე ორიენტირებულ განრიგი– მაღალი აკადემიური სტანდარტებითა და შედეგზე ორიენტირებული სწავლებით.
          ❤️ ბავშვზე მორგებულ გარემო– ყურადღება თითოეულ მოსწავლეს, მის ტემპს და ინტერესებს.
          ✨თანამედროვე სახლმძღვანელოები და მრავალფეროვანი
          სწავლების მეთოდები.
          ✨დამატებით საგანმანათლებო და სააღმზრდელო მომსახურეობა:
          📖კითხვის საათი, ✍️კრიტიკული წერა, 🌎სამყაროს შემეცნება, რობოტიკა, 🎨ესთეტიკური ხელოვნება.
          ასევე ფასიან კლუბებს:
          ♟️ ჭადრაკის კლუბს – ლოგიკური აზროვნებისა და კონცენტრაციის გასავითარებლად
          🎨ხატვის კლუბს – შემოქმედებითი აზროვნებისა და ემოციური გამოხატვისთვის.
          🤖 რობოტიკის კლუბი: თანამედროვე ტექნოლოგიებთან პირველი ნაბიჯებისთვის, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარების გასაძლიერებლად.
          სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს: 09:30-დან 17:00 საათამდე.
          ✨გაითვალისწინეთ 2026-2027 სასწავლო წელს სკოლაში დარეგისტრირებას შეძლებენ ის მოსწავლეები, რომელთაც 6 წელი უსრულდებათ 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.
          📞 დეტალური ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: 0322309898
          599 903 928 ადგილები შეზღუდულია.
          ✨პირველი ნაბიჯი წარმატებული განათლებისკენ იწყება აქ.
        • მეტი