სიახლეები

        • საქველმოქმედო აქცია

        • 08.06.2026 12:34
        • ✅სიკეთე მაშინ არის დიდი, როდესაც მასში მთელი საზოგადოება მონაწილეობს.
          🙏აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლა „ერუდიტში“ განსაკუთრებული საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
          📜სკოლის თვითმმართეველობის ინიციატივითა და ადმინისტრაციის, პედაგოგებისა და მშობლების აქტიური მხარდაჭერით, აქციის ფარგლებში: შეგროვდა სხვადასხვა სახის არამალფუჭებადი პროდუქტები. ‼️ნობათი გადაეცათ ადგილობრივ ტაძრებს, საიდანაც პროდუქტები იმ ოჯახებს დაურიგდებათ, ☑️ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
          🙏ამ აქციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენი სკოლა ერთი დიდი ოჯახია, რომელსაც საერთო ღირებულებები აერთიანებს.
           
        • მეტი
        • X კლასის მოსწავლის წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე.
        • X კლასის მოსწავლის წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე.

        • 08.06.2026 12:29
        • ✅სკოლა „ერუდიტის“ X კლასის მოსწავლის წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე.
          ‼️სკოლა „ერუდიტის“ მე-10 კლასის მოსწავლემ, ბარბარე ბოხაშვილმა, 📑 2026 წელს მონაწილეობა მიიღო აშშ-ში გამართულ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციაში — NHSMUN.💚🤍
          🗽🗽ნიუ-იორკში ჩატარებული ახალგაზრდული დიპლომატიური ფორუმი წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, ☑️ სადაც მონაწილეები იძენენ მნიშვნელოვან გამოცდილებას როგორც ინდივიდუალური, 👩‍💻ასევე გუნდური უნარების განვითარების მიმართულებით.
          👩‍🎓📜კონფერენციაში დელეგატად მონაწილეობა ბარბარე ბოხაშვილისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო პიროვნული ზრდისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების გზაზე.
           
        • მეტი
        •  სტუმრად სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე
        • სტუმრად სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე

        • 27.02.2026 09:49
        • ✅ სკოლა „ერუდიტის“ მოსწავლეები იმყოფებოდნენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე, სადაც აგრარული მეცნიერების პრაქტიკულ და კვლევით მიმართულებებს გაეცნენ.
          🎩🗓️მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბაზაზე არსებული ხეხილისა და ვაზის საკოლექციო ნარგაობები, ასევე, ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე.
          🪴🧑‍🌾👨‍🌾დაათვალიერეს ხეხილის ბაღში წარმოდგენილი ჯიშები, გაეცნენ კოლექციის მნიშვნელობას და აგროტექნიკურ თავისებურებებს; 🪴🪴🪏პრაქტიკულად აჩვენეს, როგორ მიმდინარეობს ნარგაობის სხვლა-ფორმირება და რა პრინციპებზეა დაფუძნებული თანამედროვე ბაღის მართვა.
          🧑🏼‍🌾📝მოსწავლეებს ესაუბრნენ საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და ტრადიციაზე;
        • მეტი
        • საინფორმაციო და შემეცნებითი შეხვედრა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი-ის წარმომადგენლებთან
        • საინფორმაციო და შემეცნებითი შეხვედრა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი-ის წარმომადგენლებთან

        • 19.02.2026 09:13

        • ✅სკოლა „ერუდიტში“ გაიმართა საინფორმაციო და შემეცნებითი შეხვედრა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი-ის წარმომადგენლებთან. 🎩უნივერსიტეტის თანამშრომლებმა მოსწავლეებს გააცნეს უმაღლესი განათლების თანამედროვე ტენდენციები, 📝სასწავლო პროგრამები და 🖊️ის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტები, რომლებსაც უნივერსიტეტი წარმატებით ახორციელებს. ✍🏻შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აბიტურიენტებისთვის განკუთვნილ შესაძლებლობებს, სტუდენტურ აქტივობებს, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებსა და პროფესიული განვითარების პერსპექტივებს. 🗓️👩‍💻სტუმრებმა დეტალურად ისაუბრეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურაზე, სასწავლო გარემოსა და სტუდენტების მხარდამჭერ მექანიზმებზე. 👩‍🎓👨‍🎓მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია სასწავლო მიმართულებებისა და კარიერული დაგეგმვის შესახებ.
          📚🖊️სკოლა „ერუდიტი“ მადლობას უხდის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და იმედოვნებს, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება მოსწავლეების პროფესიული ორიენტაციისა და ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით.
        • მეტი
        • Pearson Edexcel და English Book Education
        • Pearson Edexcel და English Book Education

        • 12.02.2026 10:06
        • ✍🏻🖊️School “ERUDITI”, Pearson Edexcel და English Book Education
          ✅🗓️10 თებერვალს სკოლა “ერუდიტში”, English Book Education-თან თანამშრომლობის ფარგლებში, 7–12 კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა Pearson International Level Test.
          📝ტესტირების მიზნია ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც მოიცავდა სამ ძირითად უნარს: 📖კითხვას (Reading), 🎧მოსმენასა (Listening) და ✍🏻წერას (Writing).
          📚👩‍💻მსგავსი საერთაშორისო შეფასებები ხელს უწყობს მოსწავლეთა აკადემიური პროგრესის ობიექტურ ანალიზს და 🎩ქმნის მყარ საფუძველს მათი შემდგომი საგანმანათლებლო განვითარების დაგეგმვისთვის.
          📝აღნიშნული ტესტირება სკოლას აძლევს შესაძლებლობას, ზუსტად განსაზღვროს მოსწავლეთა ენობრივი კომპეტენციები და სწავლების პროცესი მოარგოს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს.
          📝ამავდროულად, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული შეფასებები ამყარებს სკოლის საგანმანათლებლო სტრატეგიას და ხაზს უსვამს სკოლის საგანმანათლებლო მიმართულებას ხარისხზე, განვითარებასა და გლობალურ აკადემიურ სივრცესთან ინტეგრაციაზე.
        • მეტი