სიახლეები

        • ბოლო ზარი 2026
        • ბოლო ზარი 2026

        • 08.06.2026 13:58
        • ყველაზე ხმამაღალი ზარი და ახალი დასაწყისი! 🔔✨
          წინ დიდი გზაა — წარმატებები, თითოეულ თქვენგანს! 🎓❤️
        • მეტი
        • მორიგი წარმატება!
        • მორიგი წარმატება!

        • 08.06.2026 13:18

        • ✨🖇️მორიგი წარმატება!
          🔖🎓სკოლა “ერუდიტის“ XII კლასის მოსწავლემ, თემო გრიგორაშვილმა, წარმატებით ჩააბარა ლიეტუვაში (ქალაქ ვილნიუსში), ISM University of Management and Economics-ში, სადაც სწავლას მარკეტინგის მიმართულებით გააგრძელებს.🙌
          🎓ISM ევროპის ერთ-ერთი წამყვანი და პრესტიჟული ბიზნეს უნივერსიტეტია. თემოს ეს მიღწევა მისი შრომისმოყვარეობისა და ნიჭის დამსახურებაა.💫💫
           
        • მეტი
        • კიდევ ერთი დიდი წარმატება!
        • კიდევ ერთი დიდი წარმატება!

        • 08.06.2026 13:17

        • ✅კიდევ ერთი დიდი წარმატება! 💫🙌 🎓სიამაყით გვინდა გითხრათ, რომ სკოლა „ერუდიტის“ მეთორმეტე კლასის მოსწავლემ, ნატალი ალავიძემ, ერთდროულად ორ წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტში მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება.
          ნატალის მიერ მიღწეული შედეგები მართლაც შთამბეჭდავია:
          • University of Debrecen (უნგრეთი) – სწავლას გააგრძელებს ჯანდაცვის მენეჯმენტის (Healthcare Management) მიმართულებით.
          • State University of New York at Oswego (აშშ) – მიიღო მიწვევა ამერიკის ერთ-ერთი პრესტიჟული სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
          🔖🖇️ეს წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი მოსწავლეების მაღალ აკადემიურ მომზადებას, შრომისმოყვარეობასა და მიზანდასახულობას.🙌🙌
           
        • მეტი
        •  შემეცნებითი შეხვედრა
        • შემეცნებითი შეხვედრა

        • 08.06.2026 13:15
        • ✅სკოლა „ერუდიტში“ კიდევ ერთი შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა. 🎓ამჯერად ჩვენს მოსწავლეებს სტუმრად ეწვია პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა დოქტორანტი, ლექტორი, GIONFE-ს გენერალური დირექტორი და ოქსფორდის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი — ბაჩო ხუროშვილი.
          📅შეხვედრის ფარგლებში სტუმარმა მოსწავლეებთან ერთად განიხილა ისეთი ფუნდამენტური და აქტუალური საკითხები, როგორიცაა:
          📖 განათლება, როგორც მეცნიერება და ინფორმაცია;
          📖 განათლება, როგორც სწავლის შედეგი და უმთავრესი ღირებულება;
          📖 განათლების სახეები: ფორმალური, არაფორმალური და ინფორმაციული განათლება.
          🗣️მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თანამედროვე სამყაროში განათლების როლსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც არაფორმალური და ინფორმაციული სწავლება უხსნის ახალგაზრდებს.
          🗞️📜შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.
           
        • მეტი
        •  შეხვედრა  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან.
        • შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან.

        • 08.06.2026 13:11
        • ✅სკოლა „ერუდიტში“ კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართა 🇬🇪საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან.
          🗣️სტუმრებმა მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გამართეს, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდა თაობაში ცნობიერების ამაღლებას 🇬🇪ქართული ჯარის როლსა და მის უდიდეს მნიშვნელობაზე 🇬🇪ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და სტაბილურობისთვის.
          🪖შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა — მოსწავლეებმა დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები ჯარისკაცის პროფესიის, სამხედრო საქმისა და იმ ღირებულებების შესახებ, რასაც საქართველოს შეიარაღებული ძალები ეფუძნება.
           
        • მეტი